აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის დაკრძალვაზე 2016 წლის არჩევნებში მის მოწინააღმდეგეს ჰილარი კლინტონსა და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს არ მიესალმა.

ტრამპმა დაჯდომამდე ხელი ჩამოართვა თავის წინამორბედს ბარაკ ობამას და ყოფილ პირველ ლედის მიშელ ობამას. Business Insider წერს, რომ ამ დროს "ჰილარი კლინტონი წინ იყურებოდა და ბილ კლინტონი გაღიზიანებული ჩანდა".

2017 წლის ინაუგურაციის შემდეგ, კლინტონი და ტრამპი პირველად აღმოჩნდნენ ერთ სივრცეში. ტრამპი და კლინტონი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სადავო არჩევნებში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ. მათი გულგრილობა ერთმანეთის მიმართ არავისთვისაა საიდუმლო.

იგივე შეიძლება ითქვას ტრამპსა და ობამაზე, რომლებიც ერთმანეთს ინაუგურაციამდე არ იცნობდნენ. თუმცა ჩანს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ფორმალობისა და ერთმანეთის პატივისცემის შესანარჩუნებლად.

დონალდ ტრამპი ასევე არ მიესალმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერსა და პირველ ლედის როზალინ კარტერს.

ამერიკა აშშ-ს 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუში უფროსს ემშვიდობება. ის 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას სამი ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტი ესწრება. ასევე დაკრძალვაზე მივიდა ბრიტანეთის პრინცი, ჩარლზი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იორდანიის მეფე აბდულაჰ მეორე. ჯორჯ ბუშს მისი ცოლის ბარბარა ბუშის გვერდით დაკრძალავენ, რომელიც 2018 წლის აპრილში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: