ამერიკაში ჯორჯ ბუშ უფროსს ემშვიდობებიან
შეერთებული შტატები ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უფროსს ემშვიდობება. უფროსი ბუში დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ 94 წლის ასაკში ტეხასში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. აპრილში კი მისი ცოლი, ბარბარა ბუში გარდაიცვალა.
ყოფილი პრეზიდენტი ორშაბათს, 3 დეკემბერს ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში საპატიო ესკორტით გადაასვენეს. ის მეთერთმეტე პრეზიდენტია, რომელიც კაპიტოლიუმში დაასვენეს. მასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის, ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი ლიდერები.
ოთხშაბათს, 4 დეკემბერს ექსპრეზიდენტს ეროვნულ საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ხუთშაბათს კი ტეხასის შტატში აგებულ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში დაკრძალავენ, ცოლისა და შვილის გვერდით.
ექსპრეზიდენტს პატივი მიაგეს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა. ისინი მოგვიანებით, დაკრძალვაზე დასწრებასაც გეგმავენ.
კომენტარები