Google Play Store ქართული ფასიანი აპების და თამაშების მიღებას დაიწყებს
ფოტო: Shutterstock
Google Play ფასიანი აპლიკაციების მიღებას ქართველი დეველოპერებისგანაც დაიწყებს. ამის შესახებ AndoirdPolice იუწყება.
Google Play Store მობილური აპლიკაციების და თამაშების მაღაზიაა (Apple-ის App Store-ის მსგავსი), რომელიც Android-სისტემაში გამოიყენება.
ამ დრომდე, Google Play-ში ქართულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს მხოლოდ უფასო აპლიკაციების განთავსება შეეძლოთ. ამიერიდან, მათ შეუძლიათ მომხმარებლებს ფასიანი აპლიკაციები, ან - უფასო აპლიკაციებში ჩადებული ფასიანი ფუნქციები და კონტენტი შესთავაზონ (ე.წ. in-app purchases).
უახლოეს მომავალში, Google Play-ში ქართული საბანკო ბარათებითაც გახდება შესაძლებელი ფასიანი აპლიკაციების შეძენა. ეს ლოგიკური ნაბიჯია, ქართველი დეველოპერებისთვის ამ ბაზრის გახსნის პარალელურად. ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა ეს ცვლილება Google-ის სხვა პროდუქტებს, სადაც, ქართული ბარათებით შესყიდვა დღემდე პრობლემურია (Google Drive, GSuite, ა.შ.)
ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით, დეველოპერმა საკუთარი აპლიკაციის (ან in-app purchase-ის) ფასი წინასწარ განსაზღვრული საფასო კატეგორიებიდან უნდა აარჩიონ. მინიმალური ფასის კატეგორია 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე იაფი, რაც შეიძლება აპლიკაცია ღირდეს, 2 ლარია. ორი ლარი იქნება იმ უცხოური აპლიკაციების ფასიც, რომელიც, მაგალითად, Google Play-ის აშშ-ს ვერსიაში 99 ცენტად იყიდება.
Play Store-ის ბაზრის გახსნა, მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც მობილური აპლიკაციების და თამაშების მწარმოებელი ქართული კომპანიებისთვის, ისევე - ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც. კომპანიებს და ინდივიდუალურ დეველოპერებს Play Store აძლევს წვდომას Android-აპლიკაციების ყველაზე დიდ ბაზართან მსოფლიოში, სადაც, მათი პროდუქტების შეძენა, ქართველ მომხმარებლებსაც შეეძლებათ. მომხმარებლებისთვის კი, ეს ნიშნავს უფრო მეტ აპლიკაციას, თამაშს და სერვისს, რომელიც ქართული ბაზრისთვის იქნება შექმნილი.
მიმდინარე მომენტისთვის, Play Store-ის მსგავსი მაღაზია Apple-ის მოწყობილობების მომხმარებლებისთვის (App Store), საქართველოში მიუწვდომელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე არიან Apple-ის ოფიციალური რესელერები, როგორც ჩანს, კომპანია ამ ბაზრის საქართველოსთვის გახსნას ჯერ არ ჩქარობს.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
კომენტარები