განაგრძე პროტესტი: ქუჩის აქციებს მნიშვნელობა ჯერ არ დაუკარგავთ
ახალი კვლევის თანახმად, როგორც ლიბერალების, ისე კონსერვატორების აქციებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა
1960-იან წლებში გამართული ომის საწინააღმდეგო აქციებით დაწყებული და 2018 წლის ქუჩის პროტესტებით დამთავრებული, ქუჩაში გამოსვლა თანამედროვე ამერიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ახდენს თუ არა პროტესტი რეალურ გავლენას არჩევნებზე, ან მთავრობაში არსებულ ძალთა ბალანსზე?
ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის ფარგლებშიც 30 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გაანალიზება მოხდა, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია.
სტენფორდის ბიზნესის სკოლის პროფესორის სარა ა. სოულისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის დანიელ ქ. გილიონის თანაავტორობით ჩატარებული კვლევის ფარგლებში ირკვევა, რომ ლიბერალურ და კონსერვატულ პროტესტებს ამა თუ იმ კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
"ადამიანების დიდი ნაწილი აქციებს სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ მათ არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, თუმცა, ჩვენი კვლევით დგინდება, რომ პროტესტის ტალღები ამომრჩეველთა ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს", - აცხადებს სოული.
საშუალოდ, აშშ-ში ლიბერალების მიერ მოწყობილი პროტესტები დემოკრატების კანდიდატისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას ორი პროცენტით ზრდის, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატისთვის მიცემულს – ექვსი პროცენტით ამცირებს. კონსერვატიული პარტიის პროტესტებს შეუძლიათ დემოკრატებისთვის მიცემული ხმები 2%-ით შეამცირონ, რესპუბლიკელებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა კი 6%-ით გაზარდოს.
აღნიშნულ კვლევაში აშშ-ში 1960-იანი წლებიდან 1990 წლამდე გამართული პროტესტები და კონგრესის არჩევნებია გაანალიზებული.
ლიბერალები მეტად აპროტესტებენ
გამართული პროტესტების იდეოლოგიურ სპექტრზე გადასანაწილებლად, მეცნიერები კვლევაში გაანალიზებული თითოეული პროტესტის მოთხოვნებს დააკვირდნენ. გასაკვირი არაა, რომ იმ დროს არსებული პაციფისტური და სამოქალაქო უფლებების დამცველი მოძრაობების გამო, 1960 და 1970-იან წლებში გამართული პროტესტების 90% პოლიტიკურ კომპასზე მარცხნენა მხარეს ხვდება. თუმცა, 1980-იან წლებში კონსერვატიული პროტესტების რაოდენობა დაახლოებით 14%-ით, ხოლო 1990-იანებში 21%-ით გაიზარდა.
თითოეული პროტესტის "წონის" შესაფასებლად მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ რამდენად კარგად ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი იყო ის, ან მოჰყვა თუ არა მას მსხვერპლი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ პროტესტებს ამომრჩევლებისა და კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანი მესიჯების მიწოდება შეუძლიათ. პროტესტები ამომრჩევლებს აიძულებს, რომ უფრო ყურადღებით იყვნენ. მმართველ პარტიას კი ის საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას აცნობს. ძალაუფლებაში მყოფთა კონკურენტებს პროტესტები მათი მოწინააღმდეგის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ლიბერალური პროტესტები პროფესიონალი დემოკრატი ლიდერების რაოდენობას ზრდის. პროტესტების შედეგად, იმის შანსი, რომ მოწინააღმდეგე პარტიის გამოცდილი კანდიდატი საარჩევნო პროცესებში ჩაერთვებოდა, 20%-დან 50%-მდე იზრდებოდა.
"საპროტესტო გამოსვლებს პოლიტიკოსები ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებენ. როდესაც პოლიტიკოსები საარჩევნო პროცესში ერთვებიან, ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოების განწყობა ყველა საკითხზე შეამოწმონ, ხოლო საკუთარი მხარდამჭერების მოსაზრებები კი კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული. აქციები უკმაყოფილების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, მათი წყალობით პოლიტიკოსები საზოგადოებაში არსებულ მნიშნველოვან პრობლემებზე ინფორმაციას იღებენ", - აცხადებს გილიონი.
როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ ქ. გილიონი ამბობს, 1960-იანი წლების შემდეგ, 2018 წელს ყველაზე მეტი აქცია ჩატარდა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები