ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მიკროსაფინანსო კომპანი ვივუსის კლიენტებს დავალიანება არ გაუნულდებათ. მინისტრის განმარტებით, კომპანია მოლაპარაკებების პირობებს არ დათანხმდა.

არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა "შავ სიაში" მყოფ 600 ათასი ადამიანს ჯამში 1,5 მილიარდის ოდენობის დავალიანებას უნულებს. საჭირო ფინანსური ტვირთი კი სულად ქართუ ჯგუფმა იკისრა.

პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
  • მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.