17 ნოემბერს დეველოპერების ყოველწლიური ფესტივალი Devfest ბრუნდება!

DevFest Tbilisi 2018-ის ორგანიზატორია თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფი (GDG თბილისი). კომპანია Google-თან, Fintech.ge-სთან და და GeoLab-თან პარტნიორობით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10-მდე ქართველი და უცხოელი გამომსვლელი, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა Google, IBM, Microsoft და სხვა.

ერთდღიანი დევფესტი განკუთვნილია დეველოპერებისთვის, დიზაინერების, ციფრული პროდუქტის მენეჯერებისთვის, მათთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები. ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს და ჩაერთონ დისკუსიებში. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია 16 ნოემბრის ჩათვლით.

დევფესტს მასპინძლობს ტექნოპარკი Tech Park Georgia

მისამართი: ინოვაციების ქუჩა #7 ოქროყანა, თბილისი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ GDG მედიისა
და კომუნიკაციის მენეჯერს: ლიკა მოშიაშვილი
E-mail: [email protected];
Mob: +995 577520952