აქართველოში სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინსპექტირების მესამე ეტაპი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექტირება ყველა იმ მანქანამ უნდა გაიაროს, რომლის ძრავის მოცულობაც 3000 კუბური სანტიმეტრი ან მეტია. 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი 2019 წლის იანვარია, თუმცა თუ თქვენც იმ მძღოლების რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც საქმე ბოლო წუთამდე არ მიჰყავთ, თადარიგის დაჭერა ახლავე შეგიძლიათ.

ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ საქართველოში ავტომობილების მფლობელების ნაწილი ინსპექტირებას სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდება, რაც On.ge-ს მიერ მოპოვებული მასალებითაც მტკიცდება. გაირკვა, რომ ადამიანები ავტომობილის ნაწილებს სპეციალურად ტექნიკური დათვალიერების გასავლელად ქირაობენ და შედეგად, საფრთხეში აგდებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ამ პროცესებმა გააჩინა არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, მათ შორის - სად შეიძლება ყველაზე სწრაფად, ხარისხიანად და სანდოდ ჩაუტარდეს ავტომობილებს ტექნიკური დათვალიერება?


ვიქტესტი ქართული კომპანიაა, რომელსაც ინსპექტირების ცენტრები თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში აქვს. თითოეულ ცენტრში 4-5 ხაზია შემოწმებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგში დგომა კლიენტს არ უწევს, თუმცა თუ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, მეტი კომფორტისთვის, ჩაწერა ონლაინაც შეგიძლიათ. მაღალი სტანდარტის ტექნოლოგიების წყალობით, ავტომობილის ინსპექტირებას სულ რაღაც 10-15 წუთი სჭირდება.

ადგილზე მისულ კლიენტს, საშუალება აქვს, პანორამული მინის საშუალებით, საკუთარი ავტომობილის ტესტირების სრულ პროცესს, კომფორტული მოსაცდელი სივრციდან დააკვირდეს..

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი ტესტირების სივრცის და ასევე კომპანიის პერიმეტრის მონიტორინგს სათვალთვალო კამერები ახორციელებენ, რაც მაკონტროლებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია მყისიერად გადაამოწმოს. აღნიშნული მასალა, 14 თვის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

რატომ უნდა მოვეკიდოთ ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას პასუხისმგებლობით?

ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართავობის გამო ხდება. გარდა ამისა, ავტომობილი, რომელიც არღვევს დადგენილ ნორმებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ასევე გარშემომყოფებს.

ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური დათვალიერების წარმატებით გავლა მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლის, ასევე მის ირგვლივმყოფებისა და გარემოს უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, "ქვიქტესტი" თავის საქმიანობას უდიდესი პასუხიმგებლობით ეკიდება.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.

კომპანია ყველა ავტომობილს დეტალურად ამოწმებს, რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა დარღვევაზე ადეკვატურად რეაგირებს და ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ შესაბამის დასკვნას დებს. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში რეგლამენტის დარღვევით მომუშავე ტექდათვალიერების 10-მდე ცენტრს შორის, "ქვიქტესტი" არ მოიაზრება და კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"ქვიქტესტი" სრულად გრძნობს თავის კორპორატიულ პასუხსიმგებლობას და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელს კომფორტული მომსახურება შესთავაზოს.

მოგეხსენებათ, რომ იმ შემთხევაში, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას, ხარვეზების გამოსასწორებლად მფლობელს 30 დღიანი ვადა ეძლევა. ხარვეზების გამოსწორების შემდეგ, მეორე ტესტის გავლა უფასოა და ავტომობილი მეორედ შემოწმებას მხოლოდ იმ მაჩვენებელზე გაივლის, რომელზეც ხარვეზი დაუფიქსირდა.

რამდენად ხშირად ვერ ახერხებენ ავტომობილები ტექნიკური დათვალიერების წარმატებით გავლას?

ზოგადი ციფრების მოყვანა საკმაოდ რთულია, თუმცა "ქვიქტესტი" აწარმოებს საკუთარ სტატისტიკას. ბოლო მონაცემების მიხედვით, "ქვიქტესტში" ტექნიკური დათვალიერება 2181 ავტომობილს ჩაუტარდა. მათგან, პირველივე მცდელობაზე, ტესტი წარმატებით 894-მა ავტომობილმა გაიარა, 1282 ავტომობილს კი ხარვეზი აღმოაჩნდა.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

"ქვიქტესტის" სტატისტიკით, ხარვეზიანი ავტომობილების 840-მა მფლობელმა მეორედ მიმართა კომპანიას და შედეგად, 779-მა ტესტირება წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქვიქტესტის" კლიენტების მხოლოდ 2.8%-მა ვერ შეძლო ტექნიკური დათვალიერების გავლა.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.ge

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხარვეზიანი ავტომობილების უმეტესობას უფრო მეტად ფარებზე, საქარე მინის ბზარებზე და სხვა მსგავს დეტალებზე ექმნებათ პრობლემები. შესაბამისად, ავტომობილების 92%-ს სწორედ ამ სახის დეფექტები აქვს, 8% კი გამონაბოლქვის მაღალი მაჩვენებლის გამო ვერ ახერხებს ტექნიკური დათვალიერების გავლას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე არსებული საწვავის ხარისხის გათვალისწინებით, თუ ავტომობილი ტექნიკურად გამართულია, გამონაბოლქვზე ტესტირებას უპრობლემოდ გაივლის.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ავტომობილმა პირველივე ცდაზე წარმატებით გაიაროს ტესტირება?

ამისათვის მნიშვნელოვანია იმ ნორმების დაცვა, რომელიც კანონით არის დადგენილი, თუმცა მანამდე ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრა თავადაც შეგიძლიათ. პირველ რიგში, ეს ეხება ფარებსა და ნათურებს.

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი საბურავების მდგომარეობის დეტალურ შემოწმებასაც ითვალისწინებს.

  • ძირითადი მიზეზი, რის გამოც ავტომობილმა შესაძლოა წარმატებით ვერ გაიაროს ინსპექტირება, არის საბურავების პროტექტორების სიღრმის დასაშვებ ზღვარს ქვემოთ ყოფნა.
  • გაითვალისწინეთ ასევე ისიც, რომ დაუშვებელია ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის ნახატის მქონე საბურავების არსებობა.
  • ავტომობილი ვერ გაივლის ინსპექტირებას იმ შემთხვევაშიც, თუ დაზიანებულია საბურავის კორდი და აღენიშნება ე.წ. "ბაბონი".

მოთხოვნების დეტალურად გასაცნობად, წაიკითხეთ:

"ქვიქტესტში" ავტომობილი პირველ რიგში, ვიზუალურ დათვალიერებას გადის, შემდეგ ეტაპზე გამონაბოლქვზე მოწმდება, რასაც მოსდევს სამუხრუჭე სისტემის ტესტირება და საბურავების დეტალური შემოწმება. ამის მიუხედავად, თანამედროვე აპარატურის საშუალებით, ტესტირების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.

ტექდათვალიერების წარმატებით გავლის შემდეგ, იმის ნიშნად, რომ ზრუნავთ გარემოზე, "ქვიქტესტისგან" ასეთი სამახსოვრო სტიკერი გადმოგეცემათ.

ფოტო: დიმიტრი სანაია / On.

მხოლოდ ტექდათვალიერებისთვის "დაქირავებული" ან "ნათხოვარი" ავტონაწილების გამოყენება, რეალურ პრობლემას არ აგვარებს. ამით საკუთარ თავზე, გარშემომყოფებზე და გარემოზე ზიანის მიყენების რისკი არ მცირდება. გარდა ამისა, ფორმალური ტექდათვალიერების შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ავტომფლობელს ტესტირების მთლიანი პროცესის გავლა, ხელახლა უწევს.

სწორედ ამიტომ, "ქვიქტესტი" მომხმარებელს ურჩევს, რომ კანონის მოთხოვნების და ვადების შესაბამისად გადაამოწმონ საკუთარი ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლები და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ, როგორც ქვეყნის ავტოპარკის ტექნიკური მონაცემის გაუმჯობესებას, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის კლებასა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას.