ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტისა და ისრაელის ტექნიონის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეისწავლეს წყლის მოლეკულების გახლეჩვის პროცესი და აღმოაჩინეს მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი, ბევრად უფრო ეკონომიური გზები, რომელიც წყლიდან წყალბადის მიღების საშუალებას მოგვცემს.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები პირველები არიან, რომლებმაც ამ პროცესში არსებული ფუნდამენტური ქიმიური რეაქციის გამოაშკარავება შეძლეს. ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ შეიმუშავენ გზები, რომლითაც პროცესი, რომლის კატალიზებასაც სხვადასხვა იშვიათი მეტალები და დიდი ენერგია სჭირდებოდა, ახლა ნაკლები ძალისხმევით, ეკონომიურად წარიმართოს.

წყალბადის მიღება გარემოს არ აბინძურებს, თუმცა მის წარმოებას იმაზე მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე მას შეუძლია, რომ წარმოქმნას. ამის გამო მისი წარმოება ამ ეტაპამდე ხელსაყრელი არ იყო.

"ამ აღმოჩენას შეიძლება ტრადიციული საწვავის ჩანაცვლების პროცესში დიდი როლი ჰქონდეს. ავტომანქანის მწარმოებლები ცდილობენ, რომ წყალბადის საწვავზე დაფუძნებული მანქანები შექმნან, ასეთი მანქანები გარემოს არ აბინძურებენ და არც დატენვა სჭირდებათ, ისინი საწვავად წყალს მოიხმარენ", - აცხადებენ ტექნიონისა და ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერები.

წყალბადის წარმოებისთვის საჭიროა, რომ წყლის მოლეკულების გახლეჩა მოხდეს. აღნიშნულ კვლეევაში მეცნიერებმა ერთ-ერთი ქიმიური მექანიზმი გამოააშკარავეს, რომელიც წყალბადის ზეჟანგის ფოტოქიმიური ხლეჩის დროს მდინარეობს.

"ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ ფოტოელექტროქიმიური რეაქცია, რომელიც წყლის გახლეჩვისას მიმდინარეობს იმ ქიმიურ რეაქციებთანაა კავშირი, რომელთა შესახებაც პროფესორმა გერჰარდ ერტლიმ 2007 წელს ნობელის პრემია აიღო", - აცხადებს ბენ-გურიონის პროფესორი იოჩელისი.