დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლმა ზურაბიშვილს 50000 ლარი შეწირა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ქართული ოცნებიდან, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლმა, ნათია ხვისტანმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი გადაურიცხა. დეპუტატის ცოლმა 2017 წელს 55 ათასი ლარი ქართულ ოცნებას შესწირა
თვითონ დეპუტატს ქართული ოცნებისთვის 2012 წლის შემდეგ 120 ათასი ლარი აქვს შეწირული.
ვიქტორ ჯაფარიძე და ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, მირზა სუბელიანი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს, რომელთან ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის. აუდიოჩანაწერში საუბარია გახმაურებული საქმეების გახსნის ძალადობრივ მეთოდებზე, ხელისუფლების კომპრომატებზე, ხორავას ქუჩის საქმეზე და სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე.
On.ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში იმ დღეს შევიდა, როცა რუსთავი 2-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა. ჩანაწერის სრული ვერსია იმავე საღამოს, კვირას, 14 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ სუბელიანს ჯაფარიძე შაბათს, 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს შეხვდა.
ხუთივე ბრძანებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, შესვლის მიზეზად მითითებულია, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მონახულება, მისი პრობლემისა და მდგომარეობის მონიტორინგი.
ამავე თემაზე:
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები