ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა - გაიცანით მონაწილეები
თიბისის ბიზნესდაჯილდოებამ დაარსების დღიდან არაერთ ბიზნესმენს შეუწყო ხელი წარმატებასა და პოპულარობაში, თუმცა ამ მხრივ ბიზნესდაჯილდოება 2018 კიდევ უფრო მეტად გამორჩეული იქნება. კონკურსში მონაწილეების მსურველებისთვის რეგისტრაციის ვადა ორ დღეში იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ ბიზნესმენებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი ქვეყნის მთავარ ბიზნეს ღონისძიებაში ჩაერთონ.
ბიზნესდაჯილდოება არ არის მხოლოდ კონკურსი, რომელშიც ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიები ეჯიბრებიან. ყველა დარეგისტრირებული, რომელიც ბიზნესდაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას, სხვადასხვა სახის ბენეფიტს იღებს და ამის ნათელი დადასტურებაა 2017 წლის კონკურსი. 2016 წლიდან მოყოლებული ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეების შესახებ არაერთი საინფორმაციო სტატია თუ მარკეტინგული კონტენტი მომზადდა, რომელთა ნახვების საერთო რაოდენობამ რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.
წინა წლებში გამორჩეული ქართული ბიზნესების შესახებ სტატიების წაკითხვა ჩვენს საიტზეც შეგიძლიათ. 2016 და 2017 წლის ბიზნესდაჯილდოებებთან შედარებით, წელს თიბისიმ კომპანიებისთვის განსაკუთრებული საჩუქრები გამოყო და რამდენიმე ნომინაციაც დაამატა. მათგან ყველაზე გამორჩეული "წლის ქალი მეწარმეს" ნომინაციაა, რომლის წარმდგენიც მსოფლიო ბანკია. წლევანდელ გამარჯვებულებს თიბისისგან შემდეგი პრიზები ერგებათ:
- ციფრულ სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი;
- ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია;
- პროგრამული უზრუნველყოფა;
ეს ჯილდოები თანამედროვე ქართულ ბიზნესნესებს დაეხმარება საკუთარი სერვისის დახვეწასა და გაყიდვების რაოდენობის გაზრდაში. თიბისის აზრით, სამივე კომპონენტი თანამედროვე ბიზნესის საყრდენია და სწორედ ამიტომ, თიბისი ამ ყველაფრის ხარჯებს სრულად დაფარავს და გამარჯვებულებთან ერთად იმუშავებს მათი კომპანიების წარმატებაზე.
სლოგანი #გააზიარეწარმატება კონკურსის მთავარი სავიზიტო ბარათი გახდა. ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე უკვე გამოჩნდნენ საინტერესო კომპანიები, რომლებიც მზად არიან თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრონ და დამწყებ ბიზნესმენებს საკუთარი ისტორია გაუზიარონ.
ნომინაცია წლის ქალი მეწარმეს ნომინანტი - ჩირიფრუტი
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ერთ-ერთი მონაწილეა კომპანია "ჩირიფრუტი", რომლის დამფუძნებელი სოფიო ჯიქიაა. სოფიომ თავის ორ დასთან ერთად ბიზნესი 2014 წელს დაიწყო. ერთი შეხედვით უცნაური ბიზნეს გეგმა, რომელიც ჩირის წარმოებას ითვალისწინებდა, ორიგინალური მიდგომებითა და დაუღალავი შრომით წარმატებულ კომპანიად აქცია.
სოფიომ და მისმა დებმა ჩირი განსხვავებულად წარმოუდგინეს ქართველ მომხმარებლებს. მათ დიდი ყურადღება დაუთმეს გაფორმებასა და შეფუთვას, ჩირის გემოვნურ თვისებებსა და არომატს. გარდა ჩირისა, კომპანია შოკოლადისა და ცუკატის წარმოებითაც არის დაკავებული. "ჩირიფრუტი" თავისივე შოკოლადში ამოვლებული ხილსაც ყიდის. დღეს კომპანია ძალიან წარმატებულ გზას გადის და მომავალში კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.
სოფიო ჯიქია ჩვენთან საუბარში ყვება, რომ კომპანიის დაფუძნება და მართვა მარტივი არ იყო. ოთხი წლის განმავლობაში დამფუძნებლები მუდმივად დაბრკოლებებს ეჩეხებოდნენ. თავდაპირველად იყო მხოლოდ ენთუზიაზმი და ხედვა, რომელსაც ცოდნა და გამოცდილებაც სჭირდებოდა. დებმა უამრავი მოლაპარაკებები აწარმოეს და მიუხედავად ბევრი პრობლემისა, უკან არ დაუხევიათ. საბოლოოდ, იღბალმა მაინც დააკაკუნა კარზე. სოფიომ და მისმა დებმა შეძლეს საჭირო ტექნოლოგიების შეძენა, მიიღეს ცოდნა და კომპანია წარმატების რელსებზე დააყენეს.
"ამ წლების განმვლობაში ჩვენ დიდი ენთუზიაზმი, ენერგია და დრო ჩავდეთ, რომ "ჩირიფრუტი შეგვექმნა. იმდენად გვჯეროდა ჩვენი იდეის, რომ სამსახურებიდან წამოვედით და მხოლოდ ჩვენს კომპანიაზე გადავერთეთ. მაშინ არაფერი გვქონდა ხელში, არანაირი გარანტია - მხოლოდ სურვილი", - ამბობს სოფიო ჯიქია.
"ჩირიფრუტის" დამფუძნებლებს სჯერათ, რომ ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვების შანსი აქვთ, თუმცა როგორც სოფიო ამბობს, მთავარი ეს არ არის.
"ჩემი აზრით, მთავარია, რომ ჩვენ, როგოც ბიზნესი, ყველა ღონისძიებაზე ვიყოთ წარმოდგენილი, რადგან გვაქვს ამბიცია. ეს პროექტი გვეხმარება, რომ უფრო მეტ ადამიანს შევხვდეთ, გავიცნოთ და დავმეგობრდეთ", - გვითხრა სოფიომ.
ნომინაცია "ბიზნესი დადებითი გავლენისთვის" ნომინანტი - ფაბრიკა 1900
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის კიდევ ერთი ახალი ნომინაციაა "ბიზნესი დადებითი გავლენისთვის". ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის კომპანია "ფაბიკა 1900" იბრძოლებს. კომპანია გოფრირებული მუყაოს პირველი მსხვილი მწარმოებელია საქართველოში და აწარმოებს 100% ბიოდეგრადირებად პროდუქციას, რომლის ნედლეულიც, 70%-ზე მეტი გადამუშავებული ნარჩენებისგან მზადდება.
ფაბრიკა 1900 ორი წლის წინ, 2016 წელს დაარსდა, თუმცა მისი თანამშრომლები დიდი ხანია ამ საქმიანობას ეწევიან. კომპანია ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვებას ფიქრობს, რადგან მათი აზრით, ყველა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ.
ფაბრიკა 1900-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ალავიძე ფიქრობს, რომ მისი კომპანიის საქმიანნობა ეკოლოგიის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა. პროდუქცია, რომელსაც ზურაბ ალავიძე თავის გუნდთან ერთად ქმნის, ხელს შეუწყობს პოლიეთილენის პარკების ბაზრიდან გაქრობასა და მის ჩანაცვლებას ეკოლოგიურად სუფთა პარკებით. გარდა ამისა, კომპანიის მიზანია გარემო გახადოს ბევრად უკეთესი და ხელი შეუწყოს ბიოდეგრადირებადი პროდუქტების წარმოებას.
ზურაბ ალავიძე ფიქრობს, რომ ბიზნესდაჯილდოების მთავარი პრიზები ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას. მისი აზრით, ის დახმარება, რომელსაც თიბისი გამარჯვებულს გაუწევს, შესაძლოა გადამწყვეტიჩ აღმოჩნდეს წარმატების მიღწევის გზაზე.
"პროგრამული უზრუნველყოფა, ციფრული სტრატეგია და ბრენდ-სტრატეგია ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმატების მთავარი საწინდარია. სწორი კომუნიკაციის გარეშე, როგორი პროდუქტიც არ უნდა შექმნა, მიზნის მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო საუკეთესოა, რომელიც ასეთმა კონკურსმა შეიძლება დააწესოს", - ამბობს ზურაბ ალავიძე.
ნომინაცია "წლის ქართული პროდუქტის" ნომინანტი - ნიუტონის რობოტიკის სკოლა
გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენი შვილისთვის მომავლის განათლება მიგეცათ და მისთვის რობოტების შექმნა გესწავლებინათ? - თუ არა, დროა დაფიქრდებთ, რადგან საქართველოში უკვე არსებობს სასწავლო ცენტრი ნიუტონის რობოტიკის სკოლა.
სასწავლო ცენტრში ბავშვები პირველი კლასიდან მიიღებიან და მათ შეასწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკის პრინციპებს, ასწავლიან პროგრამირებასა და რაც მთავარია, პრაქტიკაში შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოცდას. ნიუტონის რობოტიკის სკოლა ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე წლის ქართული პროდუქტის ნომინაციაში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
ილია უმუდუმოვი, რომელიც სკოლის ხელმძღვანელია, ფიქრობს, რომ ბიზნესდაჯილდოება დაეხმარება მისი სკოლის პოპულარიზაციაში და უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენს ხმას. მისი აზრით, რობოტიკა მომავლის პროფესიაა, რომელიც ბავშვებს მოამზადებს ცხოვრების მთავარი გამოწვევებისთვის.
"ბავშვები ჩვენთან წარმოუდგენელ გამოცდილებას მიიღებენ, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მომავალი სწორედ ამ სფეროს ეკუთვნის. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ბავშვი რობოტების შექმნელი იყოს. მთავარია, რომ მათ ესმოდეთ პრინციპები, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე სამყარო", - ამბობს ილია უმუდუმოვი.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2016 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში 1 200-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო კონკურსში მონაწილეობა. #გააზიარეწარმატება ბიზნესდაჯილდოების მთავარი სლოგანია, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდებს გაუზიარონ საკუთარი წარმატების ისტორია დამწყებ მეწარმეებს.
ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია 17 სექტემბერს businessaward.ge-ზე დაიწყო და 20 ოქტომბერს სრულდება, ნოემბერში კი დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს. გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა.
კომენტარები