სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ფეისბუქის საკმაოდ აქტიური მომხმარებელია. ის ხშირად მიმართავს ფეისბუქლაივით მოსახლეობას და მათ კითხვებს პასუხობს. პაშინიანის კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობა მსოფლიო ლიდერებთან სელფების გადაღებაა. ყველა სელფს კი პაშინიანი თავისი სელფის ჯოხით თვითონ იღებს.

კარგად გვახსოვს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის კავკასიური ტურნე და მისი ვიზიტი სომხეთში. ერევანში მერკელმა მოსახლეობასთან ფოტოებიც კი გადაიღო.

რა თქმა უნდა, სელფი არ დააყოვნა ნიკოლ პაშინიანმაც. მათ გვერდით კი პაშინიანის ცოლი, ანა აკოპიანი და პრეზიდენტი არმენ სარქსიანი იყვნენ.

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი / Facebook

სომხეთი 11-12 ოქტომბერს ფრანკოფონიის სამიტს მასპინძლობს. სამიტისთვის ერევანში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მოიყარეს თავი. პაშინიანს სელფების გადაღება აქაც არ დაავიწყდა.

პაშინიანი და მისი ცოლი, ანა აკოპიანი ჩადის პრეზიდენტთან და მის ცოლთან ერთად.

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი / Facebook

პაშინიანმა სელფი სამეფო ოჯახის წევრთან, მონაკოს პრინცთანაც გადაიღო.

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი / Facebook

კიდევ ერთი სელფი ფრანკოფონიის გენერალურ დირექტორთან და მის ცოლთან.

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი / Facebook

საფრანგეთისა და სომხეთის ლიდერების ოჯახური ფოტო.

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი / Facebook

კანადისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების საერთო კადრი.

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი / Facebook

ელტონ ჯონი შეიძლება პოლიტიკური ლიდერი არ არის, მაგრამ პოპ-მუსიკის ნამდვილი მეფეა.

ფოტო: ნიკოლ პაშინიანი / Facebook