ტინდერი Bumble-ის მსგავს ფუნქციას ამატებს, რომლის გამოყენებითაც ქალები თავად გადაწყვეტენ, როდის წამოიწყონ მეჩებთან საუბარი.

ტინდერის ამ სიახლეს My Move ჰქვია და ის ამჟამად ინდოეთშია ხელმისაწვდომი. თუ ტესტი წარმატებულად ჩაივლის, ტინდერი ფუნქციას სხვა ქვეყნებისთვისაც ჩართავს.

ქალები, რომლებიც აპლიკაციას სტანდარტული რეჟიმიდან My Move-ზე გადართავენ, საუბრის წამოწყებას ექსკლუზიურად შეძლებენ. კაცები მათ უბრალოდ ვერ მისწერენ.

კომპანიის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქალების ინტერაქცია მხოლოდ რეაქციით არ შემოიფარგლოს და მათ თავად აირჩიონ, როდის და ვისთან წამოიწყებენ ლაპარაკს.

ტინდერს ამჟამად 50 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მათი 43% ქალია.