სხვებს სექსი იმაზე უფრო იშვიათად აქვთ, ვიდრე თქვენ გგონიათ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი წარმოდგენები სხვა ადამიანების სქესობრივი ცხოვრების მრავალფეროვნებაზე ძალიან გადაჭარბებულია. განსაკუთრებით არასწორი წარმოდგენა კი მამაკაცებს მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ინტიმურ ურთიერთობებზე აქვთ.
კვლევის ფარგლებში ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანებს სთხოვეს, რომ ევარაუდათ, მათი აზრით თვეში რამდენჯერ ჰქონდათ მათ ქვეყანაში ბიჭებს სექსი.
ორივე ქვეყანაში ვარაუდობდნენ, რომ ბიჭებს თვეში სექსი საშუალოდ 14-ჯერ ჰქონდათ, სინამდვილეში კი ეს მაჩვენებელი ბრიტანეთში დაახლოებით ხუთი, ხოლო შეერთებულ შტატებში კი ოთხია.
ხალხის ვარაუდს თუ დავეყრდნობით გამოდის, რომ საშუალო ახალგაზრდა მამრობითი სქესის წარმომადგენელს წელიწადში სექსი დაახლოებით 180-ჯერ აქვს, რეალური მაჩვენებელი კი დაახლოებით 50-ია.
უფრო განსაცვიფრებელი კი ბიჭებში გოგოებზე არსებული წარმოდგენებია. ბიჭების ვარაუდით, გოგოებს თვეში სექსი დაახლოებით 22-ჯერ აქვთ, რაც ფაქტობრივად ყველა სამუშაო დღეს სექსის ქონას უდრის. რეალური ციფრი კი გოგოების შემთხვევაშიც დაახლოებით ხუთია.
ჩვენი სახეობის ფიზიკური გადარჩენა უშუალოდ სექსზეა დამოკიდებული, მიუხედავად ამისა საზოგადობაში მასზე უამრავი არასწორი წარმოდგენა არსებობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანების სხვა ძირითადი ქცევებისგან განსხვავებით, სექსი დახურულ კარებს მიღმა ხდება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანებს ასევე ჰკითხეს, ევარაუდათ დაახლოებით რამდენი სექსუალური პარტნიორი ეყოლებოდა 50 წლის ასაკის კაცს თავისი ცხოვრების განმავლობაში. ამ შემთხვევაში მათი ვარაუდი სიმართლესთან ახლოსაა - დაახლოებით 19.
უცნაური ისაა, რომ მამაკაცების და ქალების მიერ აღრიცხული სექსუალური პარტნიორების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება. როგორც წესი, ქალების მიერ აღრიცხული სექსუალური პარტნიორების რაოდენობა კაცებისაზე ორჯერ ნაკლებია. ეს კი სტატისტიკურად შეუძლებელია, რადგან დედამიწაზე ჰეტეროსექსუალი კაცებისა და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბარია.
ეს ფაქტი რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აიხსნას. კაცები ცნობიერად ან გაუცნობიერებლად თავიანთი პარტნიორების რაოდენობას ზრდიან, ქალები კი პირიქით. ამ ყველაფერში როლს ისიც თამაშობს, რომ ქალები და კაცები ტერმინ "სექსუალურ პარტნიორს" სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
კომენტარები