რეჟისორმა დევიდ ლინჩმა, Frieze-სთან ჩაწერილ ინტერვიუში თქვა, რომ ახლა ქართულ პოლიფონიურ მუსიკას უსმენს.

ლინჩი საქართველოს პირველად 2017 წლის ნოემბერში ეწვია. ვიზიტის მიზეზი კი ტრანსცენდენტური მედიტაციის ცენტრის გახსნა იყო.

საქართველოში გამართული პრესკონფერენციის დროს, ლინჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში გიგა აგლაძესთან ერთად კინოსკოლის გახსნასაც აპირებს.

გაიგეთ მეტი: კინოსკოლა და საერთაშორისო ფესტივალი - დევიდ ლინჩის გეგმა საქართველოში