განელი დიპლომატი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, კოფი ანანი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ანანი განაში 1938 წელს დაიბადა. ის გაერთიანებული ერების რიგით მეშვიდე გენერალური მდივანი იყო. ანანი ამ თანამდებობას 1997-2006 წლებში იკავებდა.
ანანი ასევე Elders-ის წევრი იყო. 2007 წელს დაარსებული ჯგუფი მსოფლიო ლიდერებისგან იყო დაკომპლექტებული და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობდა.
2013 წელს ანანი მისი chairman გახდა.

"დღეს ჩვენ დიდებული ადამიანის დაკარგვას ვგლოვიბთ", - დაწერა გაეროს საემიგრაციო სააგენტომ ტვიტერზე.

კოფი ანანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი იყო.