Echowaves უსაფრთხო გართობისთვის სპეციალურ ზომებს მიიღებს
ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. ქართული, სლოვენიური და სერბული კოლაბორაციის პირველ შედეგს მსმენელი ანაკლიაში 23 აგვისტოდან იხილავს. პროექტო Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება და მისი მხარდაჭერი ცნობილი EXIT ფესტივალია.
23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ჩასულ სტუმრებს მუსიკის მოსმენის გარდა არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართვის საშუალება ექნებათ. გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა ღონისძიებები და კამპანიებია დაგეგმილი ფესტივალის მსვლელობისას.
პირველად საქართველოში Echowaves-ზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იმუშავებს, რომლებიც ფართი-გოუერების უსაფრთხო გართობასა და გარემოს დაცვაზე იზრუნებენ და მათ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სახალისო აქტივობებს შესთავაზებენ. ეს ორგანიზაციები ბინას Wakanda-ს სივრცეში დაიდებენ და სტუმრებს საჭირო ინფორმაციით და ინსტრუქციებით მოამარაგებენ.
ამ ყველაფრის ორგანიზატორი ახლადშექმნილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - SAFEWAVES-ია, რომლის მთავარი მიზანი საფესტივალო კულტურის პოპულარიზაცია და ამისთვის სათანადო გარემოს შექმნაა. SAFEWAVES ვიზიტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, თუ როგორ იზრუნონ ერთმანეთზე და გარემოზე და როგორ აქციონ ფესტივალი გართობისა და დასვენებისთვის საუკეთესო ადგილად. ფესტივალის ტერიტორიაზე გავრცელდება ბუკლეტები და სტიკერები რჩევებით - "არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება", "არ ჩაგეძინოთ სანაპიროზე", "არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება" და სხვა.
Echowaves-ზე იმუშავებს სლოვენიური არასამთავრობო ორგანიზაცია DrogArt-იც, რომელიც 1999 წელს დაარსდა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განახორციელებული.
პროცესში ჩართული იქნება ასევე ორგანიზაცია მანდალა-ზიანის შემცირება, რომელიც DrogArt-ის მსგავსად ყურდღებას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის რისკებზე გაამახვილებს და ამ საკითხზე საინფორმაციო ბუკლეტებსა და სტიკერებს გაავრცელებს.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ აქტოვობებში მიიღებს მონაწილეობას, თანასწორობის მოძრაობა იქნება. ორგანიზაციის წარმომადგენლები ფესტივალის სტუმრებს უსაფრთხო სექსის, თავდაცვის საშუალებების, ჰომოფობიისა და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკასშირებულ სხვა თემებზე მიაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
კარგი ფესტივალი კარგ გარემოში გართობას ნიშნავს, ამიტომ ეკოლოგიაზე ზრუნვას გვერდს ვერ ავუვლით. კიდევ ერთი ორგანიზაციაა, რომელიც Wakanda-ს აქტივობებში ჩაერთვება, CENN–ია. პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში ფარგლებში, რომელიც USAID-ის მიერაა მხარდაჭერილი, ორგანიზაცია ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ კამპანიას შესთავაზებს. მაგალითად, საფესტივალო ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის ნარჩენების (ლითონის ქილების, პლასტმასის ბოთლების) შეგროვების შემთხვევაში სტუმრები გეიმ ზონის ქოინებს მიიღებენ საჩუქრად. მოხალისეობრივი დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობას (ხელთათმანები, პირბადეები და ნიღბები) დაინტერესებულ პირებს თავად ორგანიზაცია მივწოდებს. გარდა ამისა, ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება სპეციალური სივრცე, ე.წ. რისაიქლ არტ ლოკაცია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამოყენებული ლითონის ქილისგან სამკაული ან რაიმე სხვა ნივთი შექმნას.
ფესტივალი ათასობით ადამიანის შეკრებას მოიზრებს ერთ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ორგანიზატორებს მუსიკალური პროგრამისა და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებასთან ერთად, ჯანსაღი გარემო შექმნაზეც აქვს აღებული პასუხისმგებლობა. Echowaves-ის საორგანიზაციო ჯგუფი ზემოთხსენებული არასამთავრობო როგანიზაციების დახმარებით შეეცდება მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას სტუმრებს და მათ კეთილდღეობაზე იზრუნოს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები