პერსეიდების წვიმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ხდება. მეტეორული წვიმა პიკს 11-14 აგვისტოს აღწევს. ამ პერიოდში საათში დაახლოებით 70-მდე მეტეორის დანახვაა შესაძლებელი.

მეტეორების წვიმას კომეტა Swift-Tuttle იწვევს. კომეტა მზის გარშემო 133-წლიან ორბიტაზე მოძრაობს და უკან პატარა მეტეორების კვალს ტოვებს. ყოველ აგვისტოს დედამიწა Swift-Tuttle-ის ორბიტას კვეთს. ამ დროს მეტეორები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან და მეტეორების წვიმასაც სწორედ ეს განაპირობებს.

ეს მეტეორები პატარა ზომისაა, რის გამოც ისინი ატმოსფეროში სრულად იწვება, რაც ფერად სანახაობას გვაძლევს.

მეტეორების დანახვა ქალაქიდან სინათლის დაბინძურების გამო გაგიჭირდებათ. ამიტომ უმჯობესია, რომ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, სინათლისგან მოშორებულ ადგილას მოხვდეთ.

მეტეორების დანახვა 11-14 აგვისტოს ღამის საათებში იქნება შესაძლებელი.