7 მითი და რეალობა საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით
როცა ჩვენი მშობლები ფულის ყადრსა და ფინანსური ჩვევების საფუძვლებს გვასწავლიდნენ, საქართველოში საკრედიტო ბარათები უბრალოდ არ არსებობდა. ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ იმ მითების სიმრავლეც, რომლებიც ამ საბანკო პროდუქტს უკავშირდება.
ახლა, როცა უკონტაქტო გადახდასთან, სესხებთან და განვადებებთან დაკავშირებით უხერხულობები გადავლახეთ და ციფრული საბანკო სერვისების სიმრავლით ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კიდეც, იმის დროც დადგა, საკრედიტო ბარათების შესახებ სიმართლე შევიტყოთ.
1. მითი: საკრედიტო ბარათების პირობებში გარკვევა რთულია
რეალობა: თუ დროებით გვერდზე გადავდებთ საბანკო ტერმინებს, საკრედიტო ბარათის კონცეფციაში გარკვევა ძალიან მარტივია
ეს არის ბარათი, რომელზეც უკვე დარიცხულია ბანკის მიერ განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი. მისი გამოყენებით შეგიძლია შეიძინო ნივთები, გადაიხადო სხვადასხვა სერვისის საფასური, ათვისებული თანხა კი ნაწილ-ნაწილ დაფარო. საკრედიტო ბარათებს აქვთ დაანგარიშების თარიღი, რაც არის თვის განსაზღვრული რიცხვი, როდესაც ბანკი ამოწმებს, რამდენი გახარჯე შენთვის გამოყოფილი ლიმიტიდან. თუ 500-ლარიანი ლიმიტიდან 200 ლარს დახარჯავ, გადახდის თარიღისთვის კი ეს 200 ლარი უკან გექნება შეტანილი, დამატებით არაფრის გადახდა არ მოგიწევს. თუ 500-ლარიანი ლიმიტიდან 200 ლარს გახარჯავ, მერე კი უკან 100 ლარს შეიტან, პროცენტის გადახდა მხოლოდ ამ პერიოდში ათვისებულ თანხაზე მოგიწევს. ადვილია, არა?
2. მითი: საკრედიტო ბარათი იგივე სესხია
რეალობა: საკრედიტო ბარათსა და სესხს ნამდვილად აქვთ საერთო ნიშნები, მაგრამ მათ შორის ტოლობის დასმა არასწორია
ორივეს ერიცხება პროცენტი, ორივეს აქვს გადახდის თარიღი, მაგრამ საკრედიტო ბარათი ბევრად მეტ მოქნილობასა და თავისუფლებას ნიშნავს. წარმოიდგინე, რომ დაგიმტკიცეს სესხი და აღმოაჩინე, რომ ამდენი თანხა სულაც არ გჭირდება ან - ჯერ არ გჭირდება. პროცენტის გადახდა იმის მიუხედავად მოგიწევს, გამოიტანე თუ არა თანხა. საკრედიტო ბარათის შემთხვევაში კი პროცენტს და მინიმალურ გადასახადს მხოლოდ მაშინ იხდი, თუ თანხას დახარჯავ და შესაბამისი თარიღისთვის არ გექნება შეტანილი.
3. მითი: საკრედიტო ბარათს ყველა შემთხვევაში ძალიან მაღალი პროცენტი აქვს
რეალობა: საკრედიტო ბარათით სარგებლობა საერთოდ უპროცენტოდ შეგიძლია და თუ მას საშეღავათო პერიოდიც ხანგრძლივი აქვს, პროცენტის არსებობა საერთოდ არ შეგაწუხებს
მაგალითისთვის, ერთგულ ბარათს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათის აღებიდან 3 თვის განმავლობაში მომხმარებელი ფარავს მხოლოდ მინიმალურ თანხას და არ იხდის წლიურ პროცენტს. ამის შემდეგ კი მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი, თანხის დახარჯვიდან 55 დღის განმავლობაში თუ დაფარავ ათვისებულ თანხას, პროცენტი არ დაგერიცხება.
4. მითი: საკრედიტო ბარათი წვრილმანი შენაძენებისთვისაა, დანარჩენისთვის კი განვადება არსებობს
რეალობა: საკრედიტო ბარათის გამოყენება იმავე მიზნისთვისაც შეგიძლია, რისთვისაც განვადებას იღებ
საკრედიტო ბარათის გამოყენება მნიშვნელოვანი შენაძენისთვის მიღებული პრაქტიკაა და თანაც, განვადების კუთხეში დიდი დროის გატარებაც არ დაგჭირდება. გადახდის სასურველ პერიოდს თავად აირჩევ და თანხას ეტაპობრივად გადაიხდი.
ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ საკომისიო არ გექნება გადასახდელი.
5. მითი: საკრედიტო ბარათის აღება რთული პროცედურაა და უამრავ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე
რეალობა: საკრედიტო ბარათის აღება უმარტივესია
სხვადასხვა საკრედიტო ბარათს სხვადასხვა პირობები აქვს, მაგრამ მათი დაკმაყოფილება რთული სულაც არაა. მაგალითისთვის, ერთგული ბარათის აღება შეუძლია 20-დან 75 წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს მინიმუმ 100-ლარიანი შემოსავალი. ამისთვის სულ რაღაც 10 წუთია საჭირო და განაცხადის შევსება დისტანციურადაც შეიძლება, ვებგვერდის, ინტერნეტ ბანკის ან სატელეფონო ცენტრის საშუალებით.
6. მითი: მაინც ვერსად გაატარებ
რეალობა: იმ სავაჭრო ობიექტების მოსაძებნად, რომლებიც საკრედიტო ბარათის გატარებაზე უარს გეტყვიან, ბევრი სიარული მოგიწევს
სავაჭრო ობიექტებმა კარგად იციან, რომ გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები თანამედროვე სამყაროში კომფორტი კი არა, აუცილებლობაა. ალბათ, ამით აიხსნება იმ ბიზნესების სიმრავლე, რომლებიც საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებას მიღებულ ფორმად თვლიან.
7. მითი: საკრედიტო ბარათების დაგროვებითი პროგრამებით ვერაფერს ღირებულს ვერ იყიდი
რეალობა: გააჩნია საკრედიტო ბარათს
კი, ზოგიერთი საკრედიტო ბარათის დაგროვებითი პროგრამა მართლაც იმ მიზნითაა შექნილი, რომ ქულების გადაცვლა ვერასდროს ვერაფერში მოახერხო. ქულების მიმართება ლარებთან კი ხშირად რთული გამოსათვლელია ხოლმე.
ერთგული ბარათის შემთხვევაში კი ყველაფერი მარტივადაა. ერთი ერთგული ქულა ერთ ლარს უდრის. ქულების რაოდენობა კი პარტნიორების შეთავაზებაზეა დამოკიდებული.
და მაინც, მჭირდება თუ არა საკრედიტო ბარათი?
გამოგადგება თუ არა საკრედიტო ბარათი, მხოლოდ შენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ხარჯვის მოცულობას, ფორმებსა და ცხოვრებისეულ საჭიროებებს. თუ კონკრეტული მიზნისთვის ნაღდი ფულით უნდა გადაიხადო, საკრედიტო ბარათის აღება შეცდომა იქნება. თუ მისით სარგებლობას არ აპირებ, ასევე არ აქვს აზრი აღებას, მაგრამ თუ იმ ადამიანებს მიეკუთვნები, რომლებმაც ზუსტად იციან, რაში, როდის და რატომ ხარჯავენ ფულს, საკრედიტო ბარათი კარგი არჩევანია. შენაძენს მაშინ გააკეთებ, როცა თავად მოისურვებ, თანხას კი მაშინ დაფარავ, როცა მოგიხერხდება, მაგალითად - ხელფასზე.
გახსოვდეს, რომ ლიმიტს და პირობებს თავად საზღვრავ, ასე რომ, როგორი იქნება შენი და საკრედიტო ბარათის ურთიერთობა - მხოლოდ შენ წყვეტ.
პ.ს. ერთგული ბარათის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საიტზე https://ertguli.ge/GetCard ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში
კომენტარები