101 მომხრე 12 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ოპოზიციამ მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა.

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი;
  • ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

სხვა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს. მთავრობის ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამავე თემაზე: