"ატმოსფერული ნალექების მოსვლა, ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობა", - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ჭუბერის ხეობაში სტიქიის გამომწვევ მიზეზებს ხსნიან.

როგორც ანგარიშში წერია, მდინარე ორკილას ქვედა წელიდან მდინარე ნენსკრას შესართავამდე მოგლეჯილმა ხე-მცენარეებმა წყლის ნაკადების დროებითი დაგუბებები გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, დაგუბებული წყლის გარღვევამ დასახლებულ ტერიტორიები დატბორა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სტიქიის შედეგად ჭალაში მდებარე სახლები მთლიანად დაინგრა. დანგრეულია, ასევე, რამდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და ელექტროგადამცემი ხაზები.

დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია, რომ მდინარე ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგის ქსელი და განხორციელდეს ნაპირდაცვითი ღონისძიებები.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საზოგადოებას წარუდგენენ სტიქიის პერიოდში განვითარებული მოვლენების ამსახველ ანიმაციას და ანგარიშს.

5 ივლისს უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარე სამყაროს მოწყვიტა. უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.

საზოგადოებიც ნაწილი ამბობდა, რომ სტქიის გამომწვევი მიზეზი მდინარე ნენსკრაზე ნენსკრა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.