7 მიზეზი, რატომ სჯობს ორსულობის დაგეგმვა წინასწარ
ორმოცდაათი წლის წინ, 1968 წლის 13 მაისს, თეირანში, ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო კონფერენციაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ "მშობლებს გააჩნიათ ადამიანის ფუნდამენტური უფლება თავისუფლად და პასუხისმგებლობით განსაზღვრონ, რამდენი შვილი იყოლიონ და როდის".
ოჯახის დაგეგმვა არამხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხია, არამედ გადამწყვეტია ქალის კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად.
რა თქმა უნდა, ორსულობისთვის წინასწარ მომზადებას ბევრი უპირატესობა აქვს. ამ სტატიაში მხოლოდ 7 მათგანს შემოგთავაზებთ.
1. ოჯახის დაგეგმვა ქალს საშუალებას აძლევს, უკეთ მოემზადოს ორსულობისათვის
მაგალითად: შეცვალოს ცხოვრების სტილი, უარი თქვას სიგარეტზე, წინასწარ მიიღოს ვიტამინები და ასე შემდეგ.
2. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში ბევრად ადვილია კარიერისა და ოჯახის შეთავსება
არაფერია იმაზე თავზარდამცემი, ვიდრე ორსულობის აღმოჩენა მაშინ, როცა საოცნებო სამსახურში ერთი თვის წინ დაიწყე მუშაობა.
3. ოჯახის დაგეგმვით შესაძლებელია ორსულობებს შორის ოპტიმალური ინტერვალის დაცვა
როცა ერთი ბავშვი ძალიან პატარაა, დამატებითი "მოთამაშის" შემოყვანას ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია. გარდა ამისა, გაიხსენეთ შემთხვევები, როცა ექიმი თავად ურჩევს ქალს, დროებით ორსულობისგან თავი შეიკავოს.
4. ოჯახის დაგეგმვა აბორტების რიცხვს ამცირებს
ოჯახის დაგეგმვა ხელს უშლის ხშირ / არასასურველ ორსულობას და შესაბამისად, ისეთ სახიფათო პროცედურებსაც ამცირებს, როგორიც აბორტია.
5. ოჯახის დაგეგმვა წყვილს საშუალებას აძლევს, უკეთ განკარგოს ფინანსები და შესაბამისად, შვილებისთვის უკეთესი ბავშვობა უზრუნველყოს
მაშინ, როცა ქალი და კაცი თანხმდებიან, რამდენი შვილის ყოლა სურთ და როდის - ბევრად მეტია შანსი, რომ ბავშვები უკეთეს პირობებში გაიზარდონ.
6. ოჯახის დაგეგმვა ამცირებს დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობას
ორსულობებს შორის სათანადო შუალედის დაცვა დედას და ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემებისგან იცავს.
7. ოჯახის დაგეგმვა პარტნიორებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას უზრუნველყოფს
როცა წყვილი მომზადებული ხვდება მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს მინიმუმამდე ამცირებს მათ შორის კონფლიქტის შანსს.
ნახეთ ვიდეო, რომელიც ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით გაეროს მოსახლეობის ფონდმა მოამზადა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები