რამდენიმე დღის წინ მსახიობი სილვესტერ სტალონე 72 წლის გახდა. რა თქმა უნდა ეს ამბავი მის უახლოეს მეგობარს, არნოლდ შვარცნეგერს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია და მსახიობს ინსტაგრამზე დაბადების დღე მიულოცა.

ვიდეო, რომელიც შვარცნეგერმა ინსტაგრამზე დადო, მის დაბადების დღეზეა გადაღებული თუმცა აქ მთავარი პოსტის აღწერაა, სადაც საუკეთესო სურვილებთან ერთად, არნოლდი სტალონეს ახსენებს, რომ მასზე ახალგაზრდაა.