დედამიწის მსგავს ორ ეგზოპლანეტაზე სტაბილური სეზონები და კლიმატი აღმოჩნდა
ფოტო: NASA Ames/JPL-Caltech/T. Pyle
მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის მსგავსი ორი ეგზოპლანეტა ჩვენსას კლიმატით და წლიური სეზონების თვალსაზრისითაც ჰგავს. Kepler-186f პირველი დედამიწის ზომის ეგზოპლანეტაა, რომელიც თავის ვარსკვლავის გარშემო სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ორბიტაზე მოძრაობს. რაც ნიშნავს, რომ მის ზედაპირზე წყლის თხევად ფორმაში არსებობაა შესაძლებელი.
Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული ახალ კვლევაში მეცნიერებმა სიმულაციები გამოიყენეს, რათა შეესწავლათ Kepler-186f-ის ღერძის გარშემო ბრუნვის დინამიკა.
სწორედ ეს დინამიკა განსაზღვრავს, თუ რამდენად იქნება გადახრილი პლანეტა თავისი ღერძიდან და როგორ შეიცვლება ის დროთა განმავლობაში. ღერძის დახრილობა განსაზღვრავს პლანეტაზე არსებულ სეზონებსა და კლიმატს, რადგან ამ ფაქტორის გამო ვარსკვლავიდან წამოსული სხივები პლანეტას სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად ეცემა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Kepler-186f-ს ღერძისადმი დახრილობა, დედამიწის მსგავსად, ძალიან სტაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე რეგულარული სეზონები და ამინდის ციკლები უნდა იყოს. ანალოგიური სიტუაციაა Kepler-62f-ს შემთხვევაშიც, რომელიც “სუპერ-დედამიწის” ტიპის პლანეტაა, ანუ ის ჩვენს პლანეტაზე ბევრად უფრო დიდია, Kepler-62f ჩვენგან 1200 სინათლის წლის მანძილზე არსებული ვარსკვლავის ორბიტაზე ტრიალებს.
გაუდაბნოებული მარსი
რამდენად მნიშვნელოვანია ღერძისადმი დახრილობა კლიმატისთვის? ზუსტად ამ მაჩვენებლის დიდი ცვალებადობა არის იმის მიზეზი, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ წყლით უხვი მარსი დღეს ხრიოკ უდაბნოდ არის გადაქცეული.
“მარსი ჩვენი მზის სისტემის სასიცოცხლო ზონაშია, მაგრამ მისი ღერძისადმი დახრილობა 0-დან 60 გრადუსამდე მერყეობდა, ანუ ძალიან არასტაბილური იყო", - ამბობს ახალი კვლევის ავტორი, გონჯი ლი. მისი აზრით, სწორედ ამან განაპირობა მარსის ატმოსფეროს დაშლა და მისი ზედაპირიდან წყლის აორთქლება.
შედარებისთვის, დედამიწის ღერძული დახრილობა, ბევრად ნაკლებ, 22,1-დან 24.5 გრადუსის შუალედში მონაცვლეობს. ერთი უკიდურესობიდან მეორემდე, კი 10,000 წელიწადში ერთხელ გადადის.
ვარსკვლავის გარშემო პლანეტის ორბიტის ორიენტაციის კუთხე ამავე სისტემაში არსებული სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედების გამო შეიძლება ირყეოდეს, ხოლო თუ ორბიტის რხევის სიჩქარე პლანეტის ღეძის ბრუნვას ემთხვევა, ეს ზოგჯერ დახრილობის ღერძის ძლიერ რყევას იწვევს
მარსი და დედამიწა, ისევე, როგორც მერკური და ვენერა, ძლიერად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, რაც დიდ ვარიაციებს იწვევს მათ ღერძულ დახრილობაში.
და მთვარეები?
საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მთვარე, რომელიც დედამიწის ღერძულ ვარიაციებს ასტაბილურებს. მთვარე აძლიერებს ჩვენი პლანეტის ღერძის პრეცესიას, ამის გამო ის აღარ ემთხვევა ორბიტალური რხევის სიხშირეს და ჩვენი ღერძიც სტაბილურდება. მარსს კი სამწუხაროდ საკმარისად დიდი ზომის კომპანიონი არ ჰყავს და შესაბამისად მისი ღერძიც არასტაბილურია.
"როგორც ჩანს, ორივე ეგზოპლანეტა დედამიწისა და მარსისგან ძალიან განსხვავდება, რადგან მათ, თავიანთ სისტემაში არსებულ სხვა პლანეტებთან მხოლოდ სუსტი ორბიტალური კავშირები აქვთ", - ამბობს გონგჯი ლი.
ჩვენ არც ვიცით, ჰყავთ თუ არა ამ ეგზოპლანეტებს მთვარეები, თუმცა კვლევაში ჩატარებული გამოთვლებით აღმოჩნდა, რომ მთვარეების გარეშეც, მათი დახრილობის ღერძები ათეულობით მილიონი წლის განმავლობაში სტაბილური იქნებოდა.
Kepler-186f-ის რადიუსი დედამიწისაზე 10-ჯერ დიდია, თუმცა მისი მასა, შემადგენლობა და სიმკვრივე უცნობია. ის თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთ წრეს ყოველ 130 დღეში ასრულებს.
ნასას მონაცემებით, Kepler-186f-ზე დღის 12 საათზე მისი ვარსკვლავის სიკაშკაშე დედამიწაზე მზის ჩასვლის დროს არსებულის მსგავსია. Kepler-186f გედის თანავარსკვლავედში არსებული ხუთპლანეტიანი მზის სისტემის ყველაზე გარე პლანეტაა.
სანამ მეცნიერები 2014 წელს Kepler 186f-ს აღმოაჩენდნენ, დედამიწასთან ყველაზე მიმსგავსებული ეგზოპლანეტა Kepler-62f იყო, ის დედამიწაზე 40 პროცენტით დიდია და სავარაუდოდმ ოკეანეებით ან ხმელეთითაა დაფარული. ის ქნარის თანავარსკვლავედში არსებული 5-პლანეტიანი მზის სისტემის ნაწილია.
ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რომელიმე პლანეტაზე წყალი, რომ აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლეზე, თუმცა ამისათვის ორივე ეგზოპლანეტა კარგი კანდიდატია. ავტორების თანახმად, მათი კვლევა პირველია, რომელმაც ეგზოპლანეტების კლიმატური სტაბილურობა შეისწავლა.
“იცოცხლეზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, ასე რომ, სიცოცხლის არსებობის გამორიცხვა ისეთ პლანეტებზე, სადაც რეგულარული სეზონები არ არის, ნაადრევია. დედამიწაზეც კი, სიცოცხლე საოცრად მრავალფეროვანია და მას ისეთ ადგილებშიც ვპოულობთ, სადაც მათი არსებობა თითქოს ძნელი დასაჯერებელია. თუმცა, ნამდვილად, კლიმატურად სტაბილური პლანეტა ალბათ უფრო კომფორტული ადგილი იქნებოდა სიცოცხლის აღმოცენებისთვის”, - ამბობს პროფესორი გონგჯი ლი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები