800-ზე მეტი კრიპტოვალუტა უკვე მკვდარია, ბიტკოინი კი 70%-ითაა გაუფასურებული - რა ხდება?
ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის პროექტებმა თითქმის ყველა სფეროში შეაღწია და ძალიან პოპულარული გახდა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მონეტა (ე.წ. ქოინი) შეიქმნა, ახლა კი, მას ნდობის დიდი კრიზისი უდგას. 800-ზე მეტი კრიპტოვალუტა უკვე მკვდარია და ბევრი ამ გზას ადგას. ექსპერტები ციფრული მონეტების ამჟამინდელ მდგომარეობას 2000 წელს დაწყებულ Dotcom-ის ბუშტს ადარებენ.
ახალი მონეტების შექმნის პროცესი ცნობილია მონეტის პირველადი შეთავაზების (ICO)-ს სახელით. სტარტაპერებს შეუძლიათ შექმნან ახალი კრიპტოვალუტა, რომლის შესყიდვასაც ინვესტორებს სთავაზობენ. მართალია, ინვესტორები ახალი კრიპტოვალუტისგან წილებსა და დივიდენდებს არ იღებენ, თუმცა მათ შეუძლიათ, რომ ეს ციფრული ფული საკუთარი პროდუქტის გასაყიდად გამოიყენონ. როგორც წესი, ადამიანები ICO-ში შექმნილ ვალუტას იმიტომ ირჩევენ, რომ მონეტები იაფი ღირს და ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს.
ბოლო პერიოდში ICO-ზე ნამდვილი ბუმი იყო. CoinSchedule-ს მონაცემებით, 2017 წელს კომპანიებმა $3.8 მილიარდის გამომუშავება შეძლეს, 2018 წლის ამ დროინდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი $11.9 მილიარდამდე გაიზარდა.
მიუხედავად ამისა, ამ პროექტით შექმნილი კრიპტოვალუტებიდან 800-ზე მეტი უკვე მკვდარია და პულსიც არ ესინჯება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათი უმეტესობა თაღლითობა ან უბრალოდ ხუმრობა იყო. გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ პროდუქტების მატერიალიზება ამ ვალუტებში ვერ მოხერხდა.
Dead Coins - ეს არის საიტი, რომელზეც მოცემულია მკვდარი კრიპტოვალუტების სია. მკვდარ ვალუტად მიიჩნევა ის ციფრული ფული, რომლის ფასიც საგრძნობლად დაეცა და ახლა მათი ფასი ერთ ცენტზე ნაკლებია. ამ წუთისთვის, საიტს 800-ზე მეტი ასეთი კრიპტოვალუტა აქვს იდენტიფიცირებული, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
ბიტკოინსაც კი, რომელიც ბაზარზე ყველაზე დიდი ვალუტაა ბაზრის კაპიტალიზაციითა და ღირებულებით, რთული წელი ჰქონდა. 2017 წლის დეკემბერში მისი ფასი $20 000 იყო, თუმცა Coindesk Data-ს მონაცემებით ახლა ის 70%-ით არის გაუფასურებული. ბიტკოინის ფასის ვარდნას ექსპერტები Nasdaq-ის შემთხვევას ამსგავსებენ, რომლის ფასიც 2000 წელს დაეცა. სხვა კრიპტოვალუტების წარუმატებლობას კი იმ კომპანიების მდგომარეობას უკავშირებენ, რომლებიც Dotcom-ის ბუმის დროს გაკოტრდნენ.
ICO-ებში შექმნილი ვალუტები, როგორც ჩანს, საკმაოდ რისკიანი ინვესტიციაა. 2018 წლის დასაწყისში კიდევ ერთი თაღლითური კრიპტოვალუტა Giza გამოაშკარავდა, რომლის შემქმნელებმაც ინვესტორებისგან $2 მილიონის მიზიდვა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ბევრს კიდევ სჯერა, რომ კრიპტოვალუტა მომავლის პროდუქტია და ის განვითარებას განაგრძობს. BitMex-ის აღმასრულებელი დირექტორი არტურ ჰაიესი ამტკიცებს, რომ 2018 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ფასმა შესაძლოა $50 000-მდე აიწიოს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები