ქუთაისში ძლიერი წვიმის გამო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ქალაქში მოვიდა სეტყვაც. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ სულ 15 შეტყობინება შევიდა, საიდანაც მესამედი გაუქმდა.

"მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დაასრულეს. დაშავებული არავინ არის", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.