ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებულ რეგიონს სტუმრობს.

მსახიობი გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით, მოსულში იმყოფება და ტერორისტების მიერ განადგურებული ქალაქი დაათვალიერა.

"მსგავსი რამ არასდროს არსად მინახავს, ეს გულის მომკვლელი და გამანადგურებელია", - თქვა ჯოლიმ განადგურებული ადგილების მონახულების შემდეგ.

ანჯელინა ჯოლი მოსულის მცხოვრებლებსაც შეხვდა, რომლებიც მოსულიდან ISIS-ის განდევნის შემდეგ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.

გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით ანჯელინა ჯოლი უკვე მეხუთედ ჩავიდა ერაყში. მსახიობი კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული და იურიდიული დახმარების მიღებაში ეხმარება.