აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2018 წლის 24 მაისს, აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცემხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში სენატორებმა დევიდ პერდიუმ (David Perdue) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი), ბენ კარდინმა (Ben Cardin) (დემოკრატი -მერილენდის შტატი) და ჯონი იზაკსონმა (Johnny Isakson) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი) წარადგინეს.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ურყევორპარტიულ მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკავშირეობას. რეზოლუცია მხარს უჭერს აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას, ისევე როგორც ქვეყნებს შორის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარებას ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
"აშშ-ის სენატი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს უსვამს ევროატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს დიდ წვლილს. რეზოლუციაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ლიდერი რეგიონში დემოკრატიული განვითარების, პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით. აღიარებულია საქართველოს მთავრობის რეფორმები კანონის უზენაესობის, მედიის გამჭვირვალობისა და თავისუფლების, მთავრობის ანგარიშვალდებულების, სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების უზრუნველყოფის კუთხით", - აცხადებენ უწყებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის კონგრესი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რეზოლუცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ, ერთიან, მშვიდობიან საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხო მომავალს.
ამასთან, აშშ-ის კონგრესი გმობს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და ხაზს უსვამს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების ნეგატიურ შედეგებს.
სენატი აღნიშნავს, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს შეზღუდული აქვს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების უფლება.
რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობას და გმობს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს.
განცხადებაში ნათქვამია, დოკუმენტი ასევე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის ორპარტიულ რეზოლუციას "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების თაობაზე".
აშშ-ის კონგრესი ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობას, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას.
საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუცია აღნიშნავს ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას.
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
კომენტარები