აი, ამდენს იწონიან დედამიწის ცოცხალი ორგანიზმები ჯამურად - ადამიანების წილი უმნიშვნელოა
ფოტო: BBC
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენია დედამიწაზე მცხოვრები ორგანიზმების ჯამური წონა? არა? მეცნიერებს ამაზე ნამდვილად უფიქრიათ, ხოლო მეცნიერების ეროვნული აკადემიის ნაშრომებში გამოქვეყნებული ახალი კვლევა გასაოცარ პასუხს გვთავაზობს. დედამიწაზე მცხოვრები ორგანიზმების (უმცირესი ბაქტერიებისა და უზარმაზარი ხეების ჩათვლით) ჯამურ წონაში არსებული ნახშირბადის წონა რომ დავთვალოთ, 550 გიგატონას მივიღებთ.
ერთი გიგატონა ერთი ტრილიონი ტონის ტოლია. 550 ცალ გიგატონაში კი ადამიანების წილი 1%-ზე ნაკლებია. მაგალითად, ჩვენ გვისწრებენ თევზები, რომელთა ჯამურ წონაშიც დაახლოებით 0.7 გტ ნახშირბადია, ასევე გვისწრებენ ვირუსებიც - 0.2 გტ ნახშირბადით.
კვლევის თანახმად, ადამიანების ჯამურ წონაში დაახლოებით 0.06 გტ ნახშირბადია. ჩვენ სიდიდით თითქმის ყველაფერი გვისწრებს: ბაქტერიები (70 გტ ნახშირბადი), სოკოები (12 გტ ნახშირბადი), ფეხსახსრიანები (1 გტ ნახშირბადი), მოლუსკები (0.2 გტ ნახშირბადი), ჩვენი პირუტყვიც კი (0.1 გტ ნახშირბადი). ჩვენი და ჩვენი პირუტყვის საშუალო წონა კი მნიშვნელოვნად აღემატება ველური ძუძუმწოვრების წონას (0.007 გტ ნახშირბადი). სინამდვილეში ცხოველთა ჯამურ წონაში 2 გტ ნახშირბადიც კი არაა.
ცხადია, რომ მოცემული მაგალითების ჯამით 550 გტ ნახშირბადი ვერ მივიღეთ. მაშ რა არ გაგვითვალისწინებია? რაღა თქმა უნდა, მცენარეები. მცენარეები პირველ ადგილზე არიან და მათ ჯამურ წონაში 450 გტ ნახშირბადია. იგულისხმება ყველა ხე, თითოეული ფოთოლი, წყალმცენარე, ბუჩქი, ხილი თუ ბოსტნეული და კიდევ მრავალი რამ.
ამ რიცხვების მისაღებად მეცნიერები 3 წლის განმავლობაში ითვლიდნენ ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფის ბიომასას და ამ ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში ინახავდნენ. მეცნიერები თავდაპირველად დედამიწაზე არსებული პროტეინების რაოდენობის გამოთვლას ცდილობდნენ, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ცოცხალი ორგანიზმების ჯამური წონის დათვლა გახდა საჭირო, რაც მეცნიერული კვლევების რიგითი მოყვარულისათვის უფრო საინტერესო ინფორმაციაა, ვიდრე რაღაც პროტეინების რაოდენობა.
ის, რომ ჩვენ, როგორც სახეობას ძალიან მცირე წილი გვაქვს ცოცხალ ორგანიზმთა ჯამურ წონაში, არ ნიშნავს, რომ ჩვენ გარემოზე უმნიშვნელო გავლენას ვახდენთ. იმის მიუხედავად, რომ ამ კვლევის თანახმად წონით 1%-ზე ნაკლები ვართ, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქმნით (შენობები, მანქანები და ნებისმიერი ხელნაკეთი ნივთი, ნაგვის ულევი მარაგის ჩათვლით) შეუქცევადად ცვლის ჩვენს პლანეტას.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები