როგორ მოქმედებს სიღარიბე ადამიანის გონებაზე
ფოტო: EPA/Orestis Panagiotou
აგვისტოში, ჟურნალმა Science გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სიღარიბე აუარესებს განათლებასთან, ფინანსებთან და ცხოვრებისეულ ნაბიჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარს და გონებრივ ტვირთად გვაწევს. ეს ტვირთი გაზომილიც კია და ის დაახლოებით IQ-ის 13 ქულის დაკარგვის ტოლფასია.
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ღარიბი ადამიანების მდგომარეობა მათივე ბრალია, ვინაიდან მათ ცხოვრების განმავლობაში სულელური ნაბიჯები გადადგეს. ეს კვლევა კი საპირისპიროზე მეტყველებს.
ზოგჯერ მეცნიერებას არგუმენტად შესაბამისი "ამბავიც" მოჰყავს. ერთ-ერთ პლატფორმაზე გამოქვეყნებული კომენტარი სახელად “რატომ ვიღებ საშინელ გადაწყვეტილებებს”, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ადამიანის მიერაა დაწერილი, Science-ის კვლევის საინტერესო ილუსტრაციაა. გარკვეული თვალსაზრისით ეს კომენტარი ავტორის აღსარებაა და მის ქართულ თარგმანს ქვევით გთავაზობთ.
“მე ძალიან ბევრ ცუდ ფინანსურ გადაწყვეტილებას ვიღებ. შორიდან რომ შევხედოთ, თითოეული ასეთი გადაწყვეტილება უმნიშვნელოა. მე ვერასდროს დავაღწევ თავს სიღარიბეს და რა მნიშვნელობა აქვს, გადავიხდი თუ არა გადასახადებს? ისიც ტყუილია, რომ მიღებული გადაწყვეტილებები აუმჯობესებს ჩემს ცხოვრებას. ჩემი პრობლემა ის კი არაა, ვენდისში ხუთ დოლარს რომ ვხარჯავ. პრობლემა ისაა, რომ ვიცი, რომ ღარიბი ვარ და მუდამ ასეთი ვიქნები. მე არ მიღირს პატარა ცხოვრებისეული სიამოვნებების მოკლება იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მნიშვნელოვანი შენაძენი გავაკეთო. მე ვერასდროს ვიგრძნობ მნიშვნელოვანი შენაძენით მიღებულ სიამოვნებას. სანამ ჯიბეში ფული მიდევს, მინდა, რომ ცხოვრება პატარა დეტალებით გავილამაზო. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად თავდაჭერილი პიროვნება ხარ, სამ დღეში მაინც უკაპიკოდ დარჩები. როდესაც ფული არასოდეს გაქვს საკმარისი რაოდენობით, მისი არსებობა მნიშვნელობას კარგავს. მგონია, რომ ბევრი ფულის ქონაც იმავე შეგრძნებას აჩენს. სიღარიბე პირდაპირია და ტვინს მოკლევადიანი გეგმების შესრულებისკენ უბიძგებს. ამიტომ ვხედავთ ხოლმე ადამიანებს, რომელთა შვილებმაც არ იციან, რომ ერთ ადამიანს დაუძახონ მამა. გადარჩენისათვის ჩვენ ვიყენებთ შემთხვევით ნაპოვნი კავშირების მცირე ნაგლეჯებს. წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად ძლიერია სურვილი, თავი დაფასებულად იგრძნო. ეს მოთხოვნილება შიმშილზე უფრო ძლიერია. მიდიხარ ადამიანთან, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებს, მხოლოდ ერთი საათით, მხოლოდ ერთხელ და ეს არის ყველაფერი, რასაც იღებ. გრძელვადიან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი არ ხარ, თუმცა ამ ერთი წუთის განმავლობაში თავს ძლევამოსილად და ღირებულად გრძნობ. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება ერთ თვეში. ის რაც ერთ თვეში მოხდება, ალბათ, იმდენადვე უმიშვნელოა, რაც დღეს ან წინა კვირას მოხდა. თითოეული დღე უმნიშვნელოა. ჩვენ იმიტომ არ ვგეგმავთ მომავალს, რომ წარუმატებლობა უფრო გაგვიტეხს გულს. უმჯობესია, რომ იმედი არ გვქონდეს. უბრალოდ მიიღე ის, რაც შეგიძლია და როდესაც შეგიძლია."
როდესაც ნეირომეცნიერებმა ჯოზეფ ვ. ქეიბლმა და ჯოზეფ ტ. მაკგუაირმა დროის, ჩამოუყალიბებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ მოთმინება და თვითკონტროლი ისეთი მარტივი ღირსება სულაც არ ყოფილა, როგორადაც მათ წინა კვლევები გვიხატავდნენ. 1960-იან წლებში, ფსიქოლოგმა ვოლტერ მიშელმა შექმნა "ზეფირის ტესტი", რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვების მოთმინებისა და თვითკონტროლის უნარს ამოწმებდა. ბავშვებს ოთახში მარტოს ტოვებდნენ ერთი ცალი ზეფირისა და ზარის პირისპირ. თუ ბავშვი ზარს დარეკავდა, ოთახში მკვლევარი დაბრუნდებოდა და ბავშვს ზეფირის ჭამის ნებართვა ექნებოდა. მაგრამ თუ ბაშვი მკვლევარის დაბრუნდებას ზარის დარეკვის გარეშე დაელოდებოდა მას ორ ცალ ზეფირს მისცემდნენ. ამ კვლევაში იმ ბავშვებს, რომლებიც სასუსნავს მალე ჭამდნენ მოუთმენლებად აღიქვამდნენ, ხოლო მათ ვინც სასუსნავი გამოიზოგეს - მომთმენებად. მომთმენებს შედარებით უფრო მეტი თვითკონტროლი ჰქონდათ და კვლევის მიხედვით, საბოლოო ჯამში უფრო პროდუქტიული ცხოვრებით ცხოვრობენ, ვიდრე მოუთმენლები.
კეიბლის თქმით, რაციონალური თვითკონტროლი რეალურ სამყაროში ცალსახა სულაც არაა. შეიძლება შენი მოთმინება იმისთვისაც კი იყოს მზად, რომ მატარებელს ერთი საათის განმავლობაში ელოდო, ან ყოველკვირეული ვარჯიშითა და დიეტით წონაში დაიკლო. ეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანის საქციელს ჰგავს, მაგრამ მატარებელმა რომ საათნახევრით დაიგვიანოს? ან წონაში რომ ვერ დაიკლოთ და დიეტით მხოლოდ იტანჯებოდეთ? იქნებ სწორიცაა, რომ დანებდეთ! მკვლევარების აზრით, ამ სიტუაციაში დანებება შეიძლება ყველაზე ბუნებრივი და რაციონალური ქცევაც კი იყოს.
ენდრიუ გოლისის აზრით, ამ კვლევებმა შეიძლება უფრო ღრმა დასკვნებამდე მიგვიყვანოს. კომენტარის ავტორს იმდენად მძიმედ აწევს სიღარიბის ტვირთი, რომ ის სრულიად უკუაგდებს ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმვის იდეას. მისი მატარებელი აღარ მოდის. შესაძლოა, რომ ღარიბის ფსიქოლოგია, რომელიც არაღარიბებისათვის ირაციონალურიც კია, სინამდვილეში “მოულოდნელი შედეგების ქაოტურ სამყაროში ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება იყოს”.
ზემოთ განხილული აზრები იმას არ ნიშნავს, რომ ღარიბებმა მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაზე ხელი უნდა ჩაიქნიონ და გრძელვადიანი გეგმები აღარ უნდა დააწყონ. “მონაცემთა ბაზა გვაჩვენებს, რომ ეს კვლევა არა ღარიბ ხალხს, არამედ სიღარიბეში ჩავარდნილ ხალხს ეხება. ეს მდგომარეობა ამ ადამიანებს არ შეუქმნიათ, უფრო პირიქით - ასეთმა მდგომარეობამ შექმნა ასეთი ადამიანები” - აღნიშნა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორმა, ელდარ შარიფმა.
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
კომენტარები