სუბელიანი: ინფორმაციულ ვაკუუმში ვარ, შსს-მ შეხვედრაზე არ დამიშვა, შსს-ს პასუხი

აქცია ჩვენი თავისუფლებისთვის ერთ-ერთ ორგანიზატორი ანა სუბელიანი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროსთან სამუშაო ჯგუფში არ დაუშვეს. სუბელიანის თქმით, ეს შსს-ს წარმომადგენლების მოთხოვნა იყო:
"ვარ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. გახარიასთან შეხვედრაზე, როგორც სხვა პირები მეუბნებიან, შსს-ს წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ ანა სუბელიანი არ უნდა შესულიყო ამ შეხვედრაზე. იმის შემდეგ მუდმივად ვცდილობ პროცესებში ჩართვას, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. მეც თქვენთან ერთად ველოდები ინფორმაციას, ველოდები გამჭვირვალეობას!"
როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შეხვედრაზე არიან აქციის ის ორგანიზატორები, რომლებმაც შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.
სამუშაო ჯგუფი აქციის ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მას შემდეგ შეიქმნა, რაც აქციაზე მისულმა მინისტრი დემონსტრანტებს ბოდიში მოუხადა და ნარკოპოლიტიკაზე სამუშაო პლატფორმის შექმნას დაპირდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-