აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის დაწესებული ახალი ტარიფები დაბლოკა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული იმპორტის ტარიფები უკანონოა და მათი უმეტესობა დაბლოკა, ამის შესახებ Associated Press წერს.
სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება რამდენიმე სარჩელის შემდეგ მიიღო, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპმა, ტარიფების დაწესებისას, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას.
მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როდესაც მან აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 1977 წლის საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის შესაბამისად მასშტაბური ტარიფები დააწესა. სასამართლომ გადაწყვეტილება დემოკრატების მიერ ხელმძღვანელობით მოქმედი შტატების და ბიზნესმენების ჯგუფის სასარგებლოდ მიიღო, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპმა არასწორად გამოიყენა 1977 წლის კანონი ტარიფების დაწესებისას.
სასამართლოს გადაწყვეტილება ბლოკავს ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა აპრილში დააწესა აშშ-ის თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორისთვის, ასევე ჩინეთის, მექსიკისა და კანადისთვის დაწესებულ ტარიფებს.
როგორც CNN იუწყება, სასამართლოს გადაწყვეტილება აჩერებს 30%-იან ტარიფებს ჩინეთზე, 25%-იან ტარიფებს მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილ ზოგიერთ საქონელზე და 10%-იან ტარიფებს შეერთებულ შტატებში იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე. გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს ავტომობილებზე, ავტონაწილებზე, ფოლადსა და ალუმინზე 25%-იან ტარიფებზე.
ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ის უზარმაზარ ტარიფებს აწესებს, რათა შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილები დააბრუნოს და საკმარისი შემოსავლის გენერირება მოახდინოს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად. ამას გარდა, მან გამოიყენა ტარიფები სხვა ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით, რათა შეერთებული შტატებისთვის ხელსაყრელი შეთანხმებები დადონ.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმალური 10%-იანი და მაქსიმუმ 50%-იანი ტარიფები დააწესა, ევროკავშირისთვის — 20%-იანი, ჩინეთისთვის კი 34%-იანი. საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთან 10%-იანი ტარიფი აქვთ. ტრამპის ტარიფები არ შეხებია რუსეთს, რაც რუსეთზე დაწესებული სანქციებით ახსნეს.
- აშშ-მ ჩინეთთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
- ჩინეთი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე ზრდის
- ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, EU ამერიკულ იმპორტზე 25%-იან ტარიფებს 90 დღით გადაავადებს
- ტრამპი ჩინეთს 125%-იან ტარიფს უწესებს, სხვა ქვეყნებს 90 დღით უპაუზებს
- "იმედგაცრუება", "ცალმხრივი ბულინგი" — როგორ აფასებენ მსოფლიოს ლიდერები ტრამპის ახალ ტარიფებს?
- აშშ-მ მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა — საქართველოს — 10%-იანი ტარიფი აქვს, ტრამპის ტარიფები რუსეთს არ შეხებია
- ტრამპი ევროკავშირს ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა
- EU აშშ-ს $25 მლრდ-ის ღირებულების საქონელზე საპასუხო ტარიფებს უწესებს — სატარიფო ომები გლობალური ხდება
- აშშ-კანადის სავაჭრო ომი გრძელდება — ტრამპი კანადის ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს 50%-მდე ზრდის
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები