გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით თეგეტა გრინ პლანეტსა და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა გრინ პლანეტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანიც გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტები ინფორმაციას სამ საგანში მიიღებენ: ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა და საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში. კურსის თეორიული ნაწილის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო ნარჩენების ეფექტურ მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. პრაქტიკულ სწავლებას 40 სტუდენტი გაივლის, როგორც ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ისე სამაგისტრო პროგრამების.
ფოტო: თეგეტა
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტას დირექტორი: “მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ლექციები, ისინი ტექნიკურად იმუშავებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. თეგეტა გრინ პლანეტი, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართავს. ჩვენი სპეციფიკური და საკმაოდ ტექნიკური საქმიანობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ სწორედ ტექნიკური სპეციალობებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებზე და სამომავლოდ მათი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროებს დაუკავშირონ.
ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა პროგრესული და ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის“.
სტუდენტები გაეცნობიან, რა არის ცირკულარული ეკონომიკა, რა პროექტები შეუძლიათ დაამუშაონ მწვანე მიმართულებით, რათა ხელი შეუწყონ ცირკულარულ ეკონომიკას, მათ შორის მეორადი გამოყენების ნივთების აღდგენას, მაგალითად, საბურავების გრანულებიდან ან ელექტროპროდუქტებიდან სხვადასხვა ტიპის პროდუქტის მიღებას. გაიგებენ, როგორ და რატომ უნდა გადამუშავდეს აკუმულატორები, რატომ არ უნდა მოხვდეს ეს მასალა გარემოში და სხვ.
თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი: “ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ გამოწვევის გადაჭრაზე კი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. თეგეტა გრინ პლანეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — სპეციფიკური ნარჩენების მართვა, რეგულირება, გადამუშავება და აღდგენა — ის საკითხებია, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ახალგაზრდა ასაკიდან ექნებათ შესაძლებლობა და მზაობა, მონაწილეობა მიიღონ გარემოზე ზრუნვის უმნიშვნელოვანეს პროცესში. თანამშრომლობის მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ თეგეტა გრინ პლანეტში, უშუალოდ ჰქონდეთ შეხება ნარჩენების მართვის პრობლემასთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიაში გაეცნონ ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ინოვაციურ და თანამედროვე გზებს“.
ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
-----
Tegeta Green Planet თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები