ნაჯა ორაშვილი: ვინც ბექას ლანძღავთ უპასუხისმგებლო და სეირის მაყურებლები ხართ
ბასიანის დამფუძნებელი, პარლამენტთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნაჯა ორაშვილი აქციის დაშლისა და შს მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ნაჯა ორაშვილის თქმით, მისთვის კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მეთოდებით დასჯა და საზოგადოების გახლეჩა მიუღებელია.
"სწორედ ამიტომ ვთხოვდით პოლიციას მთელი დღის განმავლობაში, რომ მეორე მხარის მიმართ არ განხორციელებულიყო ის, რის გამოც ჩვენ ვიდექით ამ აქციაზე. ეს არ ყოფილა კომპრომისი, არც უკან დახევა, ეს იყო ზრუნვა ჩვენს მეგობრებზე, იმისთვის რო ხეებისმგლეჯავ ადამიანებსა და ჩვენს შორის სისხლისღვრა არ მომხდარიყო", - დაწერა ნაჯა ორაშვილმა.
მისი თქმით, ბექა წიქარიშვილი პასუხისმგებლიანი ადამიანი და სწორედ ამიტომ დგას მის გვერდით.
"ვინც ბექას ლანძღავთ უბრალოდ უპასუხისმგებლო და სეირის მაყურებლები ხართ და ვერ იაზრებთ საზოგადოებაში არსებულ პრობლემის სიმწვავეს", - თქვა ნაჯა ორაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა იმ პოლიციელებს, რომლებმაც გუშინ რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს.
"დღეს მადლობას ვუხდიდით ზუსტად იმ პოლიციელებს ვინც წინა დღეს შავი პარასკევი მოგვიწყო. რაც შეეხება ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ამას დღევანდელი შეხვედრა გვანახებს", - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.
მან ფეისბუქზე ასევე იმ კითხვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელსაც დღეს ჩანიშნულ შეხვედრაზე შს მინისტრს დაუსვამს.
"არანაირად არ მართლდება გარე პერიმეტრზე ადამიანებზე ძალადობა, მათი დარბევა და ადმინისტრაციული წესით მათი დაჭერა.
არანაირად მართლდება, იმიტომ, რომ პირველი ვიყავი ვინც მომწამლავი ნივთიერების ბაზარზე არსებობის შესახებ შესაბამის უწყებებს შეატყობინა, პირველი ვიყავი, ვინც მზადყოფნა გამოთქვა რომ ერთად დავმდგარიყავით ამ ნივთიერების წინააღმდეგ ბრძოლაში", - დაწერა ნაჯა ორაშვილმა.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორების ნაწილისთვის, აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა. თხმ-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა დავით სუბელიანმა, ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ თავს გაყიდულად გრძნობს.
პარასკევს, ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად პარლამენტთან დაწყებული აქცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. აქციის მონაწილეები შს მინისტრისა და საქართველოს პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ. მათი მთავარი მოთხოვა მიმართული იყო ნარკოპოლიტიკის რეფორმისკენ და ძალადობის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა ძალადობა ცეკვის და მუსიკით გააპროტესტეს.
აქციის მეორე დღეს, რამდენიმე ულტრანაციონალურმა ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაგეგმა. უსაფრთხოების მიზნით, გადაიკეთა საქართველოს პარლამენტისკენ მიმავალი ყველა გზა. ადგილზე მივიდა სპეციალური დანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლის მანქანა.
შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა დახმარებოდენ პოლიციელებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაში. აქციის მონაწილეებს საპატრიარქოს წარმომადგენელმაც მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა.
გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტთან მივიდა და აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა და ბოდიში მოიხადა, ასევე დადო პირობა, რომ აქციის მონაწილეების ყველა კითხვებს უპასუხებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები