Facebook-ისა და კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი ნდობის აღდგენას ცდილობს. ამ კამპანიის მორიგი ნაბიჯია პოლიტიკური რეკლამების განთავსების ახალი წესი. ამიერიდან ყველას, ვინც პოლიტიკური რეკლამის განთავსებას გადაწყვეტს, ვერიფიცირების გავლა მოუწევს. თავად პოლიტიკურ კონტენს კი სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ექნება, რომელსაც "პოლიტიკური რეკლამა" და მისი დამკვეთის ვინაობა ეწერება.

ფეისბუქის აზრით, ამ გადაწყვეტილების მიღება, რეკლამის დამკვეთების ვინაობის გამჭირვალობის გასაზრდელად, აუცილებელი იყო. ამ ეტაპზე, პლატფორმა მხოლოდ აშშ-ში რესგისტრირებულ კომპანიებს სთხოვს ვერიფიცირებას, თუმცა უახლოეს თვეებში ცვლილება რეკლამის ყველა დამკვეთს შეეხება.