კატალონიის განათლების ყოფილი მინისტრი, პროფესორი კლარა პონსატი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Herald ავრცელებს.

ესპანეთის მთავრობა პონსატის ბრალს დებს კატალონიის შარშანდელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზატორობაში. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ძალადობრივი აჯანყებისა და საჯარო ფონდის თანხების უკანონო მიტაცების ბრალდებით მიმდინარეობს.

პონსატი უარყოფს მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს და მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს სამართლებრივი ბრძოლა თავისი უფლებებისთვის.

კატალონიის განათლების ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები დაახლოებით 30 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. პონსატის ადვოკატის განცხადებით, შოტლანდიამ უარი უნდა განაცხადოს ესპანეთში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადიციაზე, რადგან მისი სამართლებრივი დევნა არის პოლიტიკურად მოტივირებული.

პონსატი წარმოშობით შოტლანდიელია და პოლიციაში ჩაბარებამდე ის ედინბურგის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.