The CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა 50 ფეხბურთელის სია, რომლებსაც ყველაზე კარგი შეფარდება აქვთ თავიანთ სატრანსფერო ღირებულებასა და იმას შორის, რა თანხაც ისინი თავიანთ გუნდებს დაუჯდათ. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ სიის სათავეში არა ლიონელ მესი, არამედ ჰარი კეინია.

იმდენად, რამდენადაც კეინი ტოტენჰემის აღზრდილია და მისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდიათ და მისი სატრანსფერო ღირებულება 198 მილიონი ევროა, იგი პირველ ადგილს იკავებს.

197 მილიონ ევროდ შეფასებული ლიონელ მესი მეორე ადგილზეა.

შემდეგ მოდიან დელე ალი (+164), ანტონიო გრიზმანი (+128), პაულო დიბალა (+115) და სხვები.