მცირე დოზით ნერვიულობა მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება
შფოთვა და ნერვიულობა უამრავ ადამიანს ურთულებს ჩვეულებრივ, მარტივ საყოფაცხოვრებო საკითხებთან გამკლავებას. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მღელვარების სიმპტომები უძილობას, გულისცემის დარღვევას, კარჩაკეტილობასა და ასოციალურობას იწვევს. თუმცა, მცირე დოზით ღელვას თავისი პოზიტიური მხარეც აქვს: ის მოვლენების დამახსოვრებაში გვეხმარება.
ბოლო კვლევა, რომელიც Brain Sciences-ში გამოქვეყნდა, სწორედ ამაზე მეტყველებს.
კვლევის ავტორებმა ექსპერიმენტში 80 სტუდენტი ჩართეს, რომლებიც დეპრესიისა და მღელვარების შკალით, DASS-ით შეაფასეს. სტუდენტები ორ ჯგუფად დაყვეს და მათ სხვადასხვა დავალება მისცეს.
სტუდენტებს შემაწუხებელ თუ ნეიტრალურ ფოტოსურათებზე დატანილი 72 სიტყვა უნდა გაეანალიზებინათ. ზედაპირული დაკვირვების ჯგუფს სურათებზე დატანილ სიტყვებში ასო ა უნდა ეპოვა, ღრმა დაკვირვების ჯგუფის წევრებს კი უნდა ეთქვათ, სიტყვა სულიერ ობიექტს აღნიშნავდა თუ უსულოს.
მოგვიანებით ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, ნაჩვენები სიტყვები გაეხსენებინათ. ცხადია, მათ, ვისაც შინაარსზე დაფიქრება მოუწია, სიტყვები უფრო ადვილად დაასახელეს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ კონკრეტული ასო უნდა ეპოვათ გამოსახულებაზე, მნიშვნელობის დამახსოვრებით თავი არ შეუწუხებიათ. თუმცა არის ერთი "მაგრამ".
როგორც ზემოთ ვახსენეთ, სურათების ნაწილზე შემაწუხებელი გამოსახულება იყო დატანილი (ავარიები, დასახიჩრებული სხეულები). ზომიერად მშფოთვარე ადამიანებმა, გაწონასწორებულ მონაწილეებთან შედარებით, უფრო მარტივად გაიხსენეს სიტყვები, რომლებიც ნეგატიურ ფოტოებზე ეწერა.
"მცირე დოზით შფოთვა მეხსიერებისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს", - ამბობს მირა ფერნანდესი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, - "თუმცა უკონტროლო მღელვარება ადამიანისთვის დამღუპველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს".
მომავალი კვლევები შეიძლება ფობიებით შეპყრობილი ადამიანების რეაქციას ეხებოდეს იმ სიტყვებზე, რომლებიც მათთვის საშიშ ფოტოებზეა დატანილი. სავსებით დასაშვებია, რომ არაქნოფობიით შეპყრობილ ადამიანებს უკეთ დაამახსოვრდეთ უცხო სიტყვები, რომლებიც ობობების ფონზე წერია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები