60 წლის ინგლისელი ვივიენ ბანდიკოტი მანჩესტერ იუნაიტედის და კონკრეტულად, ჟოზე მოურინიოს ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მას მწვრთნელის პატივსაცემად სხეულზე 35 ტატუ აქვს.

ბოლო ტატუ ვივიენმა 14 თებერვალს გაიკეთა და მისი ღირებულება მთლიანად ვივიენის მეუღლემ გადაიხადა (აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით უღალატებდა ქმარს მოურინიოსთან).

"ჟოზე უბრალოდ გამორჩეული ადამიანია. მისი ფოტოს ნახვა ემოციების გარეშე არ შემიძლია" - ასე ახასიათებს ფეხბურთის მოყვარული ბებო პორტუგალიელ მწვრთნელს.

ფოტო: Caters News

ფოტო: Caters New

ფოტო: Caters News