გაინტერესებთ, სად არის Roadster? მის გადაადგილებას შეგიძლიათ ონლაინ დააკვირდეთ
თითქმის ორი კვირის წინ, ილონ მასკმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო თავისი Falcon Heavy-ს წარმატებული ტესტირებით. მან კოსმოსში გაუშვა ყველაზე დიდი რაკეტა, თან თავისი კომპანიის, Tesla-ს წითელი მანქანა გაატანა, რომელშიც მძღოლი Starman იჯდა და მარსისკენ აიღო გეზი. ეს ყველაფერი არ არის, მან გაშვებული რაკეტა უკან, მიწაზე წარმატებით დააბრუნა. მასკის ამ რევოლუციურმა ტექნოლოგიამ რაკეტების გაშვების ფასი რამდენიმე ასეული მილიონით გააიაფა.
რა თქმა უნდა, კომპანია SpaceX პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა ამ ეპოქალურ მოვლენას. პირდაპირ ეთერს რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უყურა. გაშვებიდან რამდენიმე დღეშიც კი სოციალური ქსელები წალეკილი იყო დევიდ ბოუის სიმღერების ლინკებით, Roadster-ის ფოტოებით და ყველაფრით, რაც ილონ მასკის Falcon Heavy-ს ეხებოდა.
ილონ მასკმა ესეც არ იკმარა და თავისი მანქანიდანაც გაუშვა პირდაპირი ეთერი. სანამ სიგნალი არ შესუსტდა, შეგეძლოთ მანქანიდან დაგენახათ დედამიწა, რომელსაც Starman უფრო და უფრო შორდებოდა.
სიგნალის დაკარგვის შემდეგ, ყველას გვაინტერესებს მანქანისა და Starman-ის ბედი. წესით, SpaceX-ის სკაფანდრში გადაცმული Starman-ს წითელი მანქანით მარსისკენ უნდა აეღო გეზი, თუმცა, ოდნავი გადაცდომის გამო, ის ასტეროიდული სარტყლისკენ წავიდა. მაგრამ სადარდებელი არაფერია, მას ხომ დევიდ ბოუის სიმღერა აქვს ჩართული და ეკრანზე Don't Panic! აწერია.
არ იდარდოთ. ნასამ თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე უკვე იზრუნა. საიტი whereisroadster.com სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ კოსმოსური მანქანისთვის თვალის დევნება კომფორტულად შეძლოთ.
საიტის შემქმნელი, ინჟინერი ბენ პირსონი იმდენად აღფრთოვანებული იყო Falcon Heavy-ს გაშვებით, რომ მან საკუთარი გამოთვლები გააკეთა Starman-ის ტრაექტორიისთვის. რა თქმა უნდა, ილონ მასკით აღტაცებამაც დიდი როლი ითამაშა ამ პროექტის განხორციელებაში.
"ძალიან მომწონს, რომ ის [მასკი] უდიდეს რისკებზე მიდის და ისეთ მაგარ რამეებს აკეთებს, რაც თავდაპირველად ყველას შეუძლებელი ეჩვენება. ის მაინც პოულობს გზას და ყველაფერს შესაძლებელს ხდის", - ამბობს პირსონი.
სანამ კიდევ გაგვაოცებს მასკი თავისი გიჟური იდეებით, ჩვენ შეგვიძლია წითელ მანქანას თვალი ვადევნოთ და წარმოვიდგინოთ, რომ მასში დევიდ ბოუია ჩართული. მერე რა, რომ კოსმოსში ხმა არ ისმის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები