ცნობილმა სერიალმა, Black Mirror-მა ონლაინ სერვისი Coach შექმნა, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში (მე-4 სეზონი, Hang The DJ) ნაჩვენები სისტემის პროტოტიპია. მისი მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ, კიდევ რამდენი ხანი იქნებით თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.

Coach ასე მუშაობს: ერთი მომხმარებელი საიტზე შედის და უნიკალურად გენერირებულ ბმულს იღებს. შემდეგ ამ ბმულს საყვარელ ადამიანს უგზავნის. მეორე მომხმარებელიც შემოდის საიტზე და თუ ორივე ვიზიტორი ერთდროულად დააჭერს მთავარ ღილაკს, ეკრანზე მათი ურთიერთობის ამოწურვის ვადა გამოჩნდება.

თუ ნაჩვენები დრო არ მოგეწონებათ, კიდევ ერთხელ შეგიძლიათ სცადოთ. მთავარია, ამ ამბავს მსუბუქად მიუდგეთ.