კომპანიაYouTube-მა განაცხადა, რომ საკუთარ სერვისს ცვლის და მომხმარებელს უფრო მეტ გამჭვირვალობას სთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან იღებს კონკრეტული მედიაორგანიზაცია დაფინანსებას. კომპანიის განმარტებით, იმ მედიორგანიზაციების ვიდეოების ქვეშ, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად სახელმწიფოსგან ან საზოგადოებისგან ფინანსდება, შესაბამისი წარწერა გაუკეთდება.

"ჩვენი მიზანია მომხმარებელს დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა უკეთ გაიგონ წყარო იმ კონტენტისა, რომელსაც YouTube-ზე ირჩევენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ფუნქციას ამ ეტაპისთვის აშშ-ის მაყურებლისთვის ხსნიან:

"მომხმარებელს შეუძლია ჩვენთვის უკუკავშირის გამოგზავნა ფორმიდან "გამოხმაურების გაგზავნა". ვგეგმავთ, რომ დროთა განმავლობაში ეს ფუნქცია გავაუმჯობესოთ და გავაფართოოთ".

შეტყობინება დაფინანსების შესახებ გამოჩნდება ვიდეოს ქვეშ, მაგრამ სათაურის თავზე და ვიკიპედიის ბმულთან იქნება დაკავშირებული, რათა მაყურებელმა მაუწყებლის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.

ფოტო: YouTube