მეტროში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულებებს სასამართლომ ჯარიმები დააკისრა
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მეტროში ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული ორი პირი კანონდამრღვევად სცნო.
სასამართლომ დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, რის გამოც სასჯელის სახით 1 000 და 500 -ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბრიშვილი პოლიციამ 28 იანვარს მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე დააკავა.
ბრალდების მტკიცებულებები
სასამართლოზე ბრალდების მხარემ, მტკიცებულების სახით, წარადგინა მეტროში დამონტაჟებული და პოლიციელების სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერები. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან იტყობინებოდა, ჩანაწერებიდან ერთი ინციდენტს სრულად ასახავს, დანარჩენები კი ფრაგმენტულია.
ვიდეოში ჩანს, როგორ მივიდა პოლიციელი გიორგი სალაგაძესთან და სამართალდამცავის შეურაცხყოფისთვის დააკავა, თუმცა იმავე ბრალდებით მოგვიანებით დააკავეს მისი თანმხლები პირი თეიმურაზ მენაბრიშვილი. ბრალდების მხარემ წარადგინა ალკოტესტის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, დაკავებული გიორგი სალაგაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.
დაცვის მხარის პოზიცია
ადვოკატის თქმით, სალაგაძეს ალკოტესტის ჩვენება გასულ დღეს მიღებული ალკოჰოლის გამო დაუდგინდა. მენაბრიშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადვოკატთან დაკავშირების დროს "იმის გამო დააკავეს, რომ მეგობარს ბოლომდე მიჰყვა".
გარდა ამისა, ადვოკატმა მოითხოვა განმარტება თავიდანვე რატომ არ დააკავეს მენაბრიშვილი, რომელიც დაკავებულ მეგობარს მისდევდა, რაზეც საქმეში მონაწილე პოლიციელმა განმარტა "იქ ცუდი ვითარება იყო შექმნილი და მისი დაკავება მშვიდ ვითარებაში გადავწყვიტეთ".
სალაგაძის ადვოკატმა ვიდეო ჩანაწერების სრული ვერსიის მისაღებად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. მისი განცხადებით, ჩანაწერები დაჭრილია და ფაქტი სრულად არ ჩანს. მოსამართლემ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, ადვოკატების შუამდგომლობა კადრების მიღების და სხდომის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
დაკავების დეტალები
მოქალაქეების დაკავების კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა. ვიდეოში ისმოდა, რომ დაკავებულიც და ირგვლივ მყოფი მოქალაქეებიც პოლიციელისგან დაკავების მიზეზების განმარტებას ითხოვდნენ.
ინციდენტის მეორე დღეს, 29 იანვარს, შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზრიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მეზვრიშვლის თქმით, დაკავების მხოლოდ ნაწილია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში და ინციდენტის ამსახველ სრულად ვიდეოს სასამართლოში წარადგენდნენ.
საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 166-ე მუხლი ითვალისწინებს 100 ლარის ოდენობით სანქციას. თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით. 173-ე მუხლით კი გათვალისწინებულია 250 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
-
შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა შესაძლოა, ათასობით ენა კოლონიალიზმამდეც კი გაქრა — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით რატომ ჩაბნელდა ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები განუსაზღვრელი დროით
-
სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა სეს-მა 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა
გადახედვა
-
"NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს "NATO-ში ვერასდროს გაწევრიანდებით!" — უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების ალტერნატიულ ალიანსებზე საუბრობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
-
1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
გადახედვა
-
წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს წიგნიდან ცოტათი მართლაც გადავუხვიეთ — დრაკონის სახლის რეჟისორი კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ" ჰეზბოლა აცხადებს, რომ ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებს "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ"
გადახედვა
-
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
-
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს თბილისში ბინის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები