5 რჩევა დაშორების ტკივილის გადასალახად
ჩვენ ყველას გვტკენია გული. არ არსებობს ადამიანი, ზრდასრული თუ თინეიჯერი, რომლისთვისაც გული არ უტკენიათ.
მაგრამ გულის ტკენაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას უზამ ამ ტკივილს. გადაწყვეტ, რომ ებრძოლო და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდე, თუ გაუთავებლად ჩაიციკლო წარსულზე, რომელსაც ვერ შეცვლი?
ყველა ჩვენგანი სხვაზე გადაბრალებით ვიწყებთ: ვიღაცამ რაღაც არასწორად გააკეთა, ან რაღაც დაგვიშავეს და გვინდა, რომ ბოდიში მოგვიხადონ, გვინდა, რომ აღიარონ დანაშაული და თავიანთ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღონ.
ადამიანები, რომლებიც ამ ტკივილს ებღაუჭებიან, განცდებს თავიანთ გონებაში იმეორებენ და ახლიდან იგდებენ თავს ცუდ მდგომარეობაში. ისინი, შეიძლება გაიჭედონ ამ ემოციებში და თავი ვეღარასოდეს დაიხსნან.
გთავაზობთ 5 გზას წარსულის ტკივილის გადასალახად.
იმისათვის რომ თავი კვლავ ბედნიერად იგრძნოთ, ბედნიერებას თქვენს ცხოვრებაში ადგილი უნდა მოუძებნოთ. თუ თქვენი გული ტკივილითა და მწუხარებითაა სავსე, სიხარულისთვის ადგილი აღარ დაგრჩებათ.
1. გადაწყვიტეთ, რომ დროა წარსული დაივიწყოთ
თავისთ არაფერი ქრება. წარსულისთვის თავისი ადგილის მიჩენისთვის საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მტკიცედ და დროულად არ მიიღებთ, შეიძლება თვით-საბოტაჟის მსხვერპლი გახდეთ.
ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ტკივილის გაქრობა და გადალახვა, წარსულის მოგონებების ფიქრებში გამეორების შეწყვეტა და ყველაფრის ახლიდან აღარ განცდა - თქვენი არჩევანია.
2. გამოხატეთ ტკივილი - და თქვენი პასუხისმგებლობა
ნუ დაიგროვებთ თქვენს გრძნობებს გულში, გაუზიარეთ ის მეგობრებს, დაწერეთ დღიურში ან მისწერეთ (და არ გაუგზავნოთ) წერილი იმ ადამიანს, რომელმაც გული გატკინათ. მოყევით რას გრძნობთ, დაიცალეთ ემოციებისგან, ბრაზისგან, მწუხარებისა და ტკივილისგან.
ჩვენი გარემო მხოლოდ შავი და თეთრი არ არის. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში თქვენი ბრალი არაფერი ყოფილიყო და ურთიერთობის გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სხვა ადამიანს ეკისრება, მაგრამ საჭიროა თქვენი პასუხისმგებლობის გააზრებაც. როგორ შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყავით, ან რა შეიძლება ისწავლოთ თქვენს შეცდომაზე? როგორ უნდა მოიქცეთ სხვა მსგავს სიტუაციაში თუ ასეთი მომავალშიც შეგემთხვევათ? გააანალიზეთ თქვენი როლი თქვენივე ცხოვრებაში, პროცესების აქტიური მონაწილე ხართ თუ მუდმივად განწირული მსხვერპლის როლი გაქვთ?
3. მორჩით მსხვერპლის თამაშს და შეეშვით სხვების დადანაშაულებას
მსხვერპლის როლში ყოფნა კომფორტულია - არ გიწევთ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება და ყველაფერი ადვილია. ყოველ ემოციურ მომენტში თქვენ გაქვთ არჩევანი - გადააბრალოთ ყველაფერი სხვას და განაგრძოთ ცუდად ყოფნა, თუ ცხოვრების გაუმჯობესებას მიჰყოთ ხელი. საკუთარ ბედნიერებაზე თავად უნდა იზრუნოთ - ასეთი ძალა-უფლებას სხვა ადამიანის ხელში ნუ ჩააგდებთ.
4. კონცენტრირდით აწმყოსა და ბედნიერებაზე - აქ და ახლა
წარსულის შეცვლა შეუძლებელია. ყოველთვის, როცა მომხდარს იხსენებთ, საკუთარ თავს ტკივილს ახლიდან აყენებთ. შეწყვიტეთ!
თუ აწმყოზე კონცენტრირდებით და ეცდებით კარგი განწყობა შეიქმნათ დღეს და ახლა, წარსულზე ჩაბღაუჭების დრო აღარ გექნებათ. დაივიწყეთ რა იყო გუშინ, ეცადეთ დღევანდელი დღე თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღედ აქციოთ და ასე - ყოველ მომდევნო დღეს.
5. აპატიეთ მათაც და საკუთარ თავსაც
ცუდი საქციელი შეიძლება არ დაგვავიწყდეს, მაგრამ პატიებას ყველა იმსახურებს. პატიება არ ნიშნავს იმის თქმას, რომ ვინმეს საქციელი მისაღებია, პირიქით - ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის მიუღებელია და სწორედ ეს არასწორი ნაბიჯი და გადაწყვეტილება აპატიეთ.
პატიება სისუსტე არ არის. ეს არის წარსულის ჩამოტოვების რეალური გზა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარი თავისთვის პატიებაა. შეცდომას ყველა უშვებს, ყველა ირჩევს არასწორ ადამიანს და ყველას მოსვლია რაღაც ცუდი ცხოვრებაში. ამ მხრივ გამორჩეული ნამდვილად არ ხართ. ამიტომ აპატიეთ საკუთარ თავს და პირიქით, ყოველ შეცდომას ნათელი მხრიდან შეხედეთ, ისწავლეთ მათი გაანალიზება და პრევენცია.
ამ ნაბიჯების გავლა და თავის გაკონტროლება ძნელია, მაგრამ საჭირო.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
დისკუსია: თქვენ რა რჩევას მისცემდით გულნატკენ ადამიანებს?