ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულ სალვადორ სობრალის გულის ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა. 28 წლის მომღერალს ოპერაცია სანტა კრუზის საავადმყოფოში, ლისაბონის მახლობლად გაუკეთეს.

პორტუგალიელი მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ გაუარესდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და გულის დონორს ელოდებოდა.

საბედნიეროდ დონორი მალევე გამოჩნდა. ოპერაციის შემდეგ კი სობრალი თავს უკეთ გრძნობს. მომღერალი რეაბილიტაციას კურსს სახლის პირობებში გაივლის, თუმცა ამ ეტაპზე მუშობა და სცენაზე გამოსვლა ეკრძალება.

სალვადორს თანდაყოლილი გულის მანკი სჭირს. სწორედ ამ დაავადების გამო მან ევროვიზიის რეპეტიციაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა ფინალურ კონცერტზე, მისმა ნამღერმა პორტუგალიას გამარჯვება მოუტანა.