"ყოველთვის მეტისთვის ვშრომობდი" - როგორ გახდა ლუკა ლომთაძე Facebook-ის სტაჟიორი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა. ლუკა ლომთაძე 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩიეს და ის ფეისბუკის სათაო ოფისში 2018 წლის ზაფხულში დასაქმდება.
სან დიეგოს უნივერისტეტის პრესსამსახურმა On.ge-ს ლუკა ლომთაძის კომენტარი მიაწოდა, სადაც ის ვრცლად ყვება, თუ როგორ გახდა ფეისბუკის თანამშრომელი.
ალბათ ყველაფერი მეხუთე კლასში დაიწყო როდესაც ჩემი პირველი კოდი დავწერე. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როცა მივხვდი, რომ ჩემივე შექმნილი რაღაც, ადამიანზე გაცილებით უკეთესად ასრულებდა დავალებას. მაშინვე გადავწყვიტე რომ გამოვიდოდი პროგრამისტი. საბედნიეროდ ჩემს სკოლას სერიოზული დონის ინფორმატიკის საოლიმპიადო წრეები ჰქონდა და ბავშვობიდან მოყოლებული მე და ჩემი მეგობრები სხვადასხვა ალგორითმებს ვსწავლობდით.
მეათე კლასიდან დაწყებული პროგრამირების ოლიმპიადებში მონაწილეობიდან ნელ-ნელა ჩემი ცოდნის რეალურ სამყაროში გამოყენება დავიწყე და ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ათობით პროექტი შევქმენი სხვადასხვა პროგრამულ ენაში სხვადასხვა პლათფორმაზე, რომელიც დღესაც უმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას.
საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის შემოსვლა ძალიან გამიხარდა. ვიცოდი, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტი ფართო შესაძლებლობებს მომცემდა. მესამე კურსზე გადავწყვიტე გაცვლით პროგრამით სან დიეგოს კალიფორნიის კამპუსში წასვლა. კალიფორნიაში წამოსვლამდე საქართველოში ჩემს მეთორმეტე სამსახურს მოვრჩი და მესამე კურსზზე ახალ გარემოში ახალი გამოწვევების მისაღებად ვიყავი მზად.
ყოველთვის ისეთ მიზნებს ვისახავდი რისი მიღწევაც ჩემთვის იმ ეტაპზე შეუძლებელი ჩანდა, არასდროს ვჩერდებოდი და ყოველთვის მეტისთვის ვშრომობდი. ყოველთვის მჯეროდა რომ ადრე თუ გვიან მაინც მივაღწევდი დასახულ მიზანს. სწორედ ერთერთი ასეთი მიზანი იყო ფეისბუკში მუშაობა. კომპანიაში რომელიც მთელს სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს, რომელიც მასში ათობით ათასობით პროექტს აერთიანებს და რომელშიც მუშაობა ძალიან ბევრი პროფესიონალი პროგრამისტის ოცნებაა.
კალიფორნიაში ჩამოსვლიდან ერთ კვირაში დამიკავშირდნენ რეკრუიტერები, ჯამში ორი ტექნიკური ინტერვიუ ჩამიტარდა რომელშიც გამოცადეს ჩემი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში და სხვადასხვა ტექნიკური კითხვებით გამოიკვლიეს ჩემი სამუშაო გამოცდილების დეტალები. ორივე ინტერვიუს სავარაუდო დროზე ადრე მოვრჩი. ბოლოს ისღა მქონდა დარჩენილი პასუხს მოთმინებით დავლოდებოდი. საშუალოდ ყოველწლიურად ფეიბუკში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით და სტატისტიკურად მხოლოდ 0.132% ს ღებულობენ რაც სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა, მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტი მიღებული აპლიკაციების 5.4% ღებულობს რაც 40-ჯერ მეტი გამოდის. პასუხს დიდად არ დაუგვიანია.
ბოლო ინტერვიუდან ერთ კვირაში მივიღე შემოთავაზება ვიმუშაო ფეისბუკის მთავარ ოფისში, მენლო პარკში, სილიკონის ველზე სოფტვეარ დეველოპერად. რეკრუიტერმა მოლოცვისას მითხრა რომ დიდი ალბათობით მარკსაც შევხვდები მთავარ კამპუსში რაზეც რაც პროგრამირება დავიწყე ვოცნებობდი. უკვე დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო გამოწვევა მელის და მზად ვარ დავხვდე მათ როგორც ფეისბუკის ოჯახის ახალი წევრი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები