რა გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთ ვივაჭროთ ევროკავშირთან
ფოტო: Reuters
ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) საქართველოს მის წევრ სახელმწიფოებთან კომერციული ურთიერთობის შესაძლებლობას მრავალი მიმართულებით აძლევს. შეთანხმება შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს, კომპანიებს ათავისუფლებს საბაჟო გადასახადისგან და ისეთივე პირობებს სთავაზობს, როგორიც ადგილობრივი კომერციული ორგანიზაციებისთვისაა შესაძლებელი. ამის მიუხედავად ქართულ ბიზნეს სექტორში არ ფიქსირდება ბუმი და ერთიანი გაცხოველებული მისწრაფება შეთავაზებების რეალიზებისთვის.
ამის საფუძველი შეიძლება იყოს, ერთის მხრივ, ინფორმაციული სიმწირე იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები აქვს DCFTA-ს და მეორეს მხრივ, იმ რეგულაციების სირთულე, რომელთა დაძლევის გარეშე კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი ისეთივე შორეულ ოცნებად დარჩება, როგორც შეთანხმების გაფორმებამდე იყო.
იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები აქვს შეთანხმებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის ხმასთან რონდელის ფონდის წარმომადგენელმა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა:
"ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცე ეს არის შესაძლებლობა. ეს არ არის ჯერ გარანტია იმისა, რომ აქედან შეიძლება მიიღო პირდაპირ, უშუალოდ სარგებელი, თუმცა პირდაპირი და უშუალო სარგებელი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ჩვენი საქონელი ნულოვანი საბაჟო ტარიფების პირობებით შედის ევროპულ ბაზარზე. ევროკავშირის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო ტარიფები საშუალოდ, 14 პროცენტს მოიცავს. წარმოიდგინეთ, რომ პროდუქტის ღირებულება, მისი გასაყიდი ფასი შეგვიძლია შევამციროთ 14 პროცენტით მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ამ შეთანხმებას. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ ჩვენ გვაქვს პოტენციალი ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირში გაყიდვის მიმართულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია კონკურენციაში შევიდეთ სხვა ქვეყნების ნაწარმთან, რომელიც განლაგებულია ევროკავშირის ბაზარზე. მაგრამ ეს სეგმენტი ასათვისებელია, რა თქმა უნდა, თვითონ საქონელი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი ხარისხის მაჩვენებლით, პირველ რიგში."
რეგულაციები, რასაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს საკმაოდ რთული დასაძლევია. გარდა იმისა, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ხარისხი უნდა გაიზარდოს, თანაც არა მხოლოდ იმ ნაწილის, რაც საექსპორტოდ იქნება გათვლილი, არამედ შიდა ბაზრისთვისაც ანალოგიური უნდა იყოს შეთავაზებული, ევროკავშირი საქართველოს წინაშე აყენებს ხარისხის კონტროლის ვალდებულებას და ისეთი ორგანიზაციების შექმნას, რომლის მიერ ადგილობრივად გაცემული ხარისხის სერტიფიკატი შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.
"ბიზნესებისთვის და განსაკუთრებით მცირე ბიზნესებისთვის მარტივი არ არის გარკვევა უამრავ ტექნიკურ დეტალში, რაც თან სდევს ამ შეთანხმებას. მათ უნდა იპოვონ ზუსტად ის, რაც სჭირდებათ პროდუქტისთვის. სამწუხაროდ, ისეთი "შუამავალი რგოლი", რომელიც ბიზნესებს ხელს ჩაკიდებს, წაიყვანს, პროდუქტს გააკეთებინებს, ბაზარზე გაიყვანს და იქ გააყიდინებს, არ არსებობს.
ესეც თავისუფალი ბიზნესის სფეროა. უნდა არსებობდნენ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც ბიზნესს დაეხმარებიან. მე მგონია, ნელ-ნელა ასეთი კომპანიები, შეიძლება გაჩნდეს. მაგრამ დღეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიზნესი არ არის ჯერჯერობით მდიდარი, მათ არ ემეტებათ თანხების გადახდა კონსულტანტებისთვის, ვინც დაეხმარებოდა მათ მომავალ განვითარებაში. ეს, გარკვეულწილად, მოჯადოებული წრეა. მისი დამრღვევის როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ და შეიმუშაოს მწყობრი სტრატეგია იმისთვის, რომ უფრო მეტად და კარგად გააცნოს ბიზნესებს ეს შესაძლებლობები და თუ გნებავთ, ხელი შეუწყოს ასეთი შუამავალი რგოლების შექმნასაც, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებისა და შესაძლებლობების რეალიზებაში," - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ამერიკის ხმასთან საუბრისას ციური ნოზაძე პროფესორი, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ ქართველი ბიზნესმენები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების ათვისებას იმისთვის, რომ მათ გაუიოლდეთ წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გატანა და შესაბამისად პარტნიორების ან ბენეფიციარების მოზიდვა:
"საქართველოში აუთვისებელია ელექტრონული კომერციის ბაზარი განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით. შესყიდვა, გასაღების ბაზრის მონახვა, რეკლამირება - ეს სეგმენტი აუთვისებელია. მაგალითად, ხილის, კონსერვების, წვენების გატანის თვალსაზრისით არ არსებობს ინტერნეტსივრცეში ვაჭრობის პრაქტიკა. ასევე არაა ჩამოყალიბებული სტანდარტირებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოში არ არსებობს სტანდარტი პროდუქტისა, რომელიც უნდა გავიტანოთ. ამ სტანდარტებამდე რომ მივიყვანოთ, ამის ინფრასტურქტურაც არ არსებობს.
DCFTA ითვალისწინებს ორ რამეს: ერთი საქართველოსა და ევროკავშირის საკანონმდებლო დაახლოვებას, ელექტრონული კომერციის სფეროს ვგულისხმობთ კონკრეტულად ამ შემთხვვაში და მეორე ინფრასტრუქტურის განვითარებას. საკანონმდებლო აქტები, როგორც ასეთი, რაც ელექტრონული კომერციის სფეროს რეგულაციისთვისაა საჭირო, საქართველოში არ არის. ზოგადი დებულებებია მხოლოდ. ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო დაახლოებაც, რადგან შესაძლებელი გახდეს საქონლის გაცვლა, ბაზრის ათვისება."
ევროკავშირის ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე რთული ხორცპროდუქტების მოხვედრაა, რადგან ამ სფეროს მიმართ დაწესებული რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრი და მრავალრიცხოვანია. ამ ეტაპზე ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი მხოლოდ შავი ზღვის თევზმა (ქაფშიამ) და თაფლმა მოიპოვა.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები