თუ ტურისტულ ბიზნესში ჩართვას აპირებთ და ორიგინალურ იდეებს ეძებთ, შთაგონებისთვის შეგიძლიათ კანადური კომპანიის გამოგონილი კონცეფცია გამოიყენოთ.

Studio North-მა ჩიტის სახლების მასშტაბები გაზარდა და ისინი კოტეჯებად აქცია.

ინტერიერი ასე გამოიყურება, სივრცე კლასიკური კოტეჯის მსგავსი არ არის, მაგრამ კემპინგისთვის საკმარისზე მეტია.

ამ ნაგებობის ხეზე ან ძელზე ჩამოკიდება საჭირო არაა, შეგიძლიათ ასეთ სადგამზე შემოდგათ.

ასე ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურება ეს მინისასტუმროები.

საქართველოში მსგავსი ტიპის დასასვენებელი ადგილები, რომელიც კემპინგსა და კომფორტს აერთიანებს ბევრი არ მოიძებნება, შესაბამისად, ამ ნიშის ათვისება ასეთი ორიგინალური კონცეფციებით შეიძლება, რაც თავისთავად იქნება პოპულარობის გარანტია.