"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერი გია ვოლსკი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება". მისი შეფასებით, ექსპრემიერი ცდილობს "საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს".
"ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ხელი ყველამ ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ყველა მას აჰყვა. ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა. საუბარია სხვა თვითმკვლელობებზე, თურმე, ადვოკატი ხუთმა პოლიციელმა წიხლებით სცემა და მეორე დღეს ლოყა დაუზიანდა და ა.შ.
საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების შექმნა ხდება, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. ამ კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ფაქტი ვიხილეთ.
თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ადამიანი ციხეშია, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ. მის ოჯახს და გარემოცვას ვიცნობ. ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდები მახსოვს მასთან და მის არსებობასთან მთელ გუნდში. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა. გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რომ შემდეგ თუ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული. ან მეორე უფრო პრიმიტიულია — შეიძლება, ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მეტი რესურსი ექნება ყურადღება მიაქციონ და იქნებ იმ ე.წ. პატიმართა სიაში ჩაეწეროს. სხვა ამას ახსნა არ აქვს. დარწმუნებული მინდა ვიყო იმაში და ვერც წარმომიდგენია სხვანაირად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და შეიძლება, ვიღაცამ ისარგებლა და ცდილობს, რომ შეცდომაში შეიყვანოს", — განაცხადა გია ვოლსკიმ (კომენტარს IPN ავრცელებს).
შეგახსენებთ, რომ ციხიდან გამოგზავნილ მე-5 წერილში ირაკლი ღარიბაშვილი უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ითხოვს და კითხვებს სვამს მისი თვითმკვლელობის გარემოებებზე.
ექსპრემიერის განცხადების შემდეგ, 3 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.
ჩამოთვლილთა ნაწილი, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი, აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოიკითხა.
მეტი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე:
- ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
- სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
- "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
- ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
- განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
- ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
კომენტარები