ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
პროკურატურის ინფორმაციით, უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.
უწყების წერს, რომ 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, — წერს პროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერი ღარიბაშვილი 1-ელ სექტემბერს ციხიდან გამოქვეყნებულ რიგით მე-5 წერილში უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევას ითხოვს. მისი თქმით, 2026 წლის თებერვალში კობახიძისა და მდინარაძის დავალებით მას აჩვენეს გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, სადაც ის პრემიერ კობახიძეს აკრიტიკებდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ გადასცეს გზავნილი, რომელშიც "გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი" — ხომ არ იდგა ის ხსენებული სტატიის უკან. მოგვიანებით კი გაიგო, რომ სტატიის რესპონდენტმა, ლაზარე ჯორბენაძემ თავი მოიკლა.
ამის გამო ღარიბაშვილი სვამს კითხვას, ნამდვილად იყო თუ არა მისი გარდაცვალება თვითმკვლელობა და რა გახდა ამის რეალური მიზეზი.
წერილის ბოლოს ექსპრემიერი იმასაც წერს, რომ "საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".
ექსპრემიერის წერილს მალევე გამოეხმაურა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, "ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო, მისი თვითმკვლელობა კი იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა".
ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
ლაზარე ჯორბენაძე პოლიტიკური აქტივისტი და უფლებადამცველი იყო. ის 2026 წლის აპრილში გარდაიცვალა. საქმეზე თვითმკვლელობის ვერსია განიხილება, თუმცა მის ახლობლებს, თანაპარტიელებსა და საზოგადოების ნაწილს ამის არ სჯერათ და მიიჩნევენ, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამასთან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლაზარე ჯორბენაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოაქვეყნა მწვავე ინტერვიუ, სადაც მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს.
- განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
- ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
- ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები