დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს
ფოტო: Georgian Dream (Courtesy Photo)
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვების მშობლები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ. მიმართვა სიმბოლურად 1-ელ ივნისს — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გავრცელდა.
მშობლების განცხადებით, ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე საბოლოო გავლენა სწორედ ბიძინა ივანიშვილს აქვს, ისინი იძულებულნი გახდნენ დახმარებისთვის პირადად მისთვის მიემართათ.
- "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას": დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონეებს 10 ივნისამდე ერთჯერადად 10 000 ლარი ჩაერიცხებათ
- "დაიცავი ილიაუნის" 100-საათიანი მარათონით 1 670 938 ლარი შეგროვდა
მშობლების თქმით, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პირადად მინისტრისადმი არაერთგზის მიმართვისა, ამ დრომდე რეალური და ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. პრობლემის სიმწვავეს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ უკვე 41 დღეზე მეტია, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები ქუჩაში უწყვეტ, მშვიდობიან აქციას მართავენ, თუმცა ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი მათთან შესახვედრად და კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარსადგენად არ მისულა.
ოჯახების მთავარი მოთხოვნა საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თანამედროვე მართვის სტანდარტების დანერგვა და იმ ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რომლებიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უკვე წარმატებით გამოიყენება. აღნიშნული მკურნალობა ბავშვებს აძლევს შანსს, შეანელონ დაავადების მძიმე პროგრესირება და შეინარჩუნონ დამოუკიდებლად გადაადგილების, თამაშისა და სრულფასოვანი ცხოვრების უნარი.
მშობლები აღნიშნავენ, რომ დიუშენის სინდრომის დროს დრო გადამწყვეტი ფაქტორია — ყოველი დაკარგული დღე ბავშვების ჯანმრთელობის შეუქცევად გაუარესებას იწვევს. მათი თქმით, დაგვიანებული რეაგირების გამო, ბოლო პერიოდში რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ზოგმა მათგანმა კი სიცოცხლეც დაკარგა. გარდა ამისა, წერილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ამ დრომდე არ აკმაყოფილებს ისეთ ბაზისურ საჭიროებასაც კი, როგორიც პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის შექმნაა.
მშობლები აცხადებენ, რომ ისინი არ ითხოვენ პრივილეგიებს ან შეუძლებელ შეღავათებს, არამედ იბრძვიან თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად და იმედოვნებენ, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ამჯერად მაინც დაინტერესდება მათი პრობლემით.
"დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით (DMD) დაავადებული ბავშვებისა და
მათი მშობლებისგან
ბატონო ბიძინა,
მოგმართავთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები — ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ პროგრესირებს მძიმე და სიცოცხლის შემზღუდავი დაავადება ჩვენი შვილების ორგანიზმში.
უკვე ორ წელზე მეტია ვცდილობთ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სახელმწიფოს. არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად ჯანდაცვის მინისტრს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს. ჩვენი მოთხოვნა მარტივი და სამართლიანია — ჩვენს შვილებს ჰქონდეთ წვდომა იმ თანამედროვე მედიკამენტებსა და მკურნალობაზე, რომლებიც უკვე გამოიყენება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და რომლებიც დაავადების მიმდინარეობის შენელებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.
ამ ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი შვილების მდგომარეობის გაუმჯობესებას რეალურად შეუწყობდა ხელს. მათ შორის, ამ დრომდე არ იყო დაკმაყოფილებული ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო მოთხოვნა — დიუშენით დაავადებული პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის შექმნა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში არაერთი ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, ხოლო ზოგმა მათგანმა სიცოცხლეც დაკარგა. თითოეული ასეთი შემთხვევა გვახსენებს, რომ დიუშენის შემთხვევაში დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
დღეს უკვე 41 დღეზე მეტია, რაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მშვიდობიანად და ღირსეულად ვდგავართ ქუჩაში იმ იმედით, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მაინც მოისმენს ჩვენს სათქმელს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ შეგვხვედრია, არ მოუსმენია ჩვენი პრობლემების შესახებ და არ წარმოუდგენია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ამ ბავშვების დახმარებას.
ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას — ვითხოვთ იმას, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე რეალობაა: შანსს, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს საქართველოშიც ჰქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.
ჩვენი შვილები ყოველდღიურად კარგავენ იმას, რასაც ჯანმრთელი ბავშვები ბუნებრივად
ფლობენ — სირბილის, თამაშის, დამოუკიდებლად გადაადგილებისა და სრულფასოვანი
ცხოვრების შესაძლებლობას. თითოეული დაგვიანებული გადაწყვეტილება მათთვის
ნიშნავს დაკარგულ დროს, რომელსაც ვეღარავინ დააბრუნებს.
ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საზოგადოების
მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე
საბოლოო გავლენა სწორედ თქვენ გაქვთ. ამიტომაც, სიმბოლურად, 1 ივნისს — ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღეს — მოგმართავთ თქვენ.
გთხოვთ, დაინტერესდეთ დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემით, მოისმინოთ მშობლების ხმა და ხელი შეუწყოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ჩვენს შვილებს მისცემს სიცოცხლის, მოძრაობისა და უკეთესი მომავლის შანსს.
ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას.
ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფომ უზრუნველყოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თანამედროვე მართვის სტანდარტების დანერგვა, მათ შორის თანამედროვე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.
ჩვენ არ ვითხოვთ შეუძლებელს. ჩვენ ვითხოვთ შანსს — შანსს, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს საქართველოშიც ჰქონდეთ იმედი, რომ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა სახელმწიფოსთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი ოჯახებისთვის.
იმედი გვაქვს, რომ ეს წერილი უპასუხოდ არ დარჩება", — აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ერთ თვეზე მეტია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, შვილებისთვის ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატების შემოტანის მოთხოვნით, მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. საქართველოში ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების დიაგნოზით 80-მდე ბავშვი ცხოვრობს.
დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ოთხი ძირითადი პრეპარატის: ელევიდისის (Elevidys), ეგზონის სკიპერის (Exon-skipping), ჯივინოსტატისა (Givinostat) და ვამოროლონის (Vamorolone) შემოტანას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მარეგულირებელმა ოთხივე მათგანზე გასცა ნებართვა, ხოლო ევროპამ — ორზე, საქართველოში მათი დანერგვა კვლავ ბიუროკრატიული და ეთიკური დისკუსიის საგანია. ხელისუფლება მედიკამენტების შემოტანაზე უარის თქმას არასაკმარისი კლინიკური გამოცდილებითა და უსაფრთხოების რისკებით ხსნის.
- ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა"
- ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
- მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
- ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
- ანდრო ჭიჭინაძე: ბავშვებო, უკეთესობისთვის ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება!
- რატომ ღირს დიუშენის დაავადების მედიკამენტები ძვირი და გვაქვს, თუ არა "ფარმაცევტულ მაფიასთან" საქმე — მკვლევარი ზაალ კოკაია
- ირაკლი კობახიძე: იყო საკითხი, რაშიც სახელმწიფოს დაახლოებით 30 მილიონი აქვს დახარჯული, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა
- "ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატარებთ აქციას" — კახა წიქარიშვილმა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი აქცია გამართა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
კომენტარები